საქართველოს ისტორია
საქართველოს ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
|
უძველესი ისტორია | |
დიაოხის სამეფო | |
კოლხეთის სამეფო | |
იბერიის სამეფო | |
ლაზიკა-ეგრისის სამეფო | |
ძველი და ახალი ისტორიები | |
ტაო-კლარჯეთის სამეფო | |
აფხაზთა სამეფო | |
ჰერეთის სამეფო | |
ქართლის სამეფო | |
კახეთის სამეფო | |
იმერეთის სამეფო | |
ქართლ-კახეთის სამეფო | |
სამცხე-საათაბაგო | |
ერთიანი ქართული სახელმწიფო | |
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში | |
უახლესი ისტორია | |
საქართველოს დრ | |
საქართველოს სსრ | |
საქართველოს რესპუბლიკა | |
საქართველო | |
![]() |
VI საუკუნეში სპარსელებმა ქართლში, ხოლო ბიზანტიელებმა ლაზიკაში გააუქმეს მეფობა და მმართველად თავიანთი მოხელეები დანიშნეს. VII საუკუნის შუა ხანებში საქართველო ახალმა დამპყრობლებმა არაბებმა დაიმორჩილეს. VIII საუკუნის ბოლოს ქვეყნის პერიფერიულ ნაწილებში, სადაც არაბთა გავლენა სუსტი იყო, ყალიბდება ახალი, დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოები. აღმოსავლეთ საქართველოში შეიქმნა: კახეთის სამთავრო (საქორეპისკოპოსო) და ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში შეიქმნა აფხაზთა სამეფო. IX საუკუნის დამდეგს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში შეიქმნა ტაო-კლარჯეთის სამთავრო, რომელსაც უკვე 888 წლიდან ქართველთა სამეფო ეწოდა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოები გაერთიანდა, ამ გაერთიანებული სახელმწიფოს პირველი მეფე ბაგრატ III გახდა. XII საუკუნეში აფხაზთა და ქართველთა სახელმწიფოს დავით აღმაშენებელმა შემოუერთა კახეთ-ჰერეთი (რანთა და კახთა სამეფო), ტაშირ-ძორაგეტის სამეფო და ბოლოს თბილისის საამირო. დავით აღმაშენებელმა საბოლოოდ გაათავისუფლა საქართველო თურქ-სელჯუკების ბატონობისგან. საქართველოსთვის ოქროს ხანად ითვლება თამარ მეფის მოღვაწეობის პერიოდი.
XIII საუკუნეში მონღოლთა შემოსევებმა კრიტიკულ მდგომარეობაში ჩააყენა სამეფო საქართველოში შექმნილი ვითარების გამო ქვეყანა გაიყო ორ ნაწილად, ერთში მეფობდა დავით ულუს შთამომავლები ხოლო მეორეში დავით ნარინის. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალეს მმართველობის დროს საქართველო კვლავ გაერთიანდა, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოს თემურ-ლენგის რვაგზის შემოსევამ ქვეყანა მიწასთან გაასწორა. ამას, შემდეგ საუკუნეებში მოჰყვა ირანის და ოსმალეთის აგრესია, ჩრდილო-კავკასიურ ტომთა თავდასხმები და შინააშლილობა. 1490 წლიდან საქართველო ოფიციალურად დაიშალა: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ. XVI საუკუნეში იმერეთს გამოეყო: სამეგრელოს, გურიის, აფხაზეთის და სვანეთის სამთავროები. 1555 წელს დადებული ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა საქართველო შუაზე გაიყვეს, ქართლი და კახეთი ირანს, ხოლო დასავლეთი საქართველო და სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ვასალები გახდნენ. 1633 წელს ქართლის მეფე ხდება როსტომ-ხანი, ამის შემდეგ ერთი საუკუნის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე ქრისტიანი მეფე არ ასულა. XVIII საუკუნიდან ქართლ-კახეთი ერთიანდება და დამოუკიდებელი ხდება ირანელებისაგან. 1783 წელს დადებული გეორგიევსკის ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის პროტექტორატი გახდა.
1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და შეიერთა იგი რიგითი გუბერნიის სატატუსით. იმავე წლებში რუსეთის პროტექტორატი აღიარეს სხვა ქართულმა სამეფო-სამთავროებმაც, რასაც მოგვიანებით მათი სრული გაუქმება მოჰყვა. გარდა ამისა რუსეთმა ომით შეიერთა საქართველოს დაკარგული ტერიტორიები. 1918 წელს რუსეთის იმპერიის დამხობის შემდეგ, საქართველომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვა (პირველი რესპუბლიკა). 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია. ქვეყანაში შეიქმნა სამი ახალი პოლიტიკური ერთეული - აფხაზეთის სამოკავშირეო რესპუბლიკა (1931 წლიდან ავტონომიური რესპუბლიკა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
სექციების სია
- 1 საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით
- 2 საქართველო პირვეყოფილურ პერიოდში
- 3 საქართველოს ისტორია ანტიკურ ხანაში
- 4 გაერთიანება და ოქროს ხანა
- 5 შუა საუკუნეები
- 6 რუსეთთან კავშირი
- 7 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
- 8 საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
- 9 საქართველოს რესპუბლიკა
- 10 ვარდების რევოლუცია
- 11 იხილეთ აგრეთვე
- 12 რესურსები ინტერნეტში
- 13 ლიტერატურა
- 14 სქოლიო
საქართველოს ისტორია საუკუნეების მიხედვით
საქართველო პირვეყოფილურ პერიოდში
საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან საცხოვრებლად ხელსაყრელი ტერიტორია იყო. ამას ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელს ევრაზიაში და მისი ასაკი 1 600 000 – 1 800 000 წლის არის. უფრო ძველი ჩონჩხები ნაპოვნია აფრიკაში. შეიძლება ითქვას, რომ დმანისელი ადამიანი ევრაზიის უძველესი მოსახლეა.პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი იყო ქვა. კაცობრიობის ისტორიაში იმ პერიოდს როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო, ეწოდება ქვის ხანა. ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად : პალეოლითი , მეზოლითი და ნეოლითი. თავის მხრივ პალეოლითი იყოფა : ქვედა, შუა და ზედა პალეოლითად.
ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა. იმდროინდელი ნასახლარები საქართველოში მრავლადაა აღმოჩენილი: დმანისში, კაცხში, ლაშებალათში, ჭიპიანის მთაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი. ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალ მთიან რეგიონებსაც, აღსანიშნავია კუდაროს და წონას გამოქვაბულები.
ამ პერიოდში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ . ქვედა პალეოლითის ბოლოს და ზედა პალეოლითის დასაწყისში მომხდარი გამყინვარების გამო კავკასიაში აცივდა, ადამიანები იძულებული გახდნენ ბუნებრივ მღვიმეებსა და გამოქვაბულებში ეცხოვრათ. ამ პერიოდის ადამიანის საცხოვრებლები აღმოჩენილია : დევის ხვრელში, საკაჟიაში, საგვარჯილეში, მღვიმევში. უკვე ადამიანების გაერთიანებები დამოკიდებულია სისხლის ნათესაობაზე. იქმნება გვაროვნული თემები. თემის უფროსი იყო ქალი ამიტომ ამ პერიოდს მატრიარქატი ეწოდა. პალეოლითის ხანის ბოლოს ჩნდება რელიგიური წარმოსახვები. რელიგიური შეხედულებები საკმაოდ პრიმიტიული იყო და ის ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა. არსებობს მოსაზრება რომლის თანახმადაც კავკასიაში დათვის კულტი იყო, გამოქვაბულებში აღმოჩენილია დათვის თავის ქალები რომლებიც საპატიო ადგილებში იყო დალაგებული.
ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითი. რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დასრულდა. სწორედ მეზოლითის ხანაში ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და კლიმატი რომელიც დღეს არის. მეზოლითის ხანის შემდგომ მოდის ნეოლითის ხანა, ამ პერიოდში ადამიანი საგრძნობლად ვითარდება. იზრდება საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულთა რაოდენობა. ნეოლითის ხანის ნასახლარები აღმოჩენილია : ხუცუბანში, ანასეულში. ქობულეთში, თერამიწაში.
ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება ბრინჯაოს ხანა. ბრინჯაოს ხანა იყოფა სამ პერიოდად : ადრე , შუა და გვიანი ბრინჯაოს ხანა.
ადრე ბრინჯაოს ხანის დროს სამხრეთ კავკასიაში დაწინაურდა მტკვარ-არაქსის კულტურა.ამ პერიოდში ადამიანი საკმაოდ განვითარებულია. მან შესძლო ხარის მოშინაურება. განვითრების კიდევ უფრო მაღალ საფეხურს აღწევს მეტალურგია, მიწათმოქმედება. ამ პერიოდში გვაროვნულ თემებში დომინირებს მამაკაცი ამიტომ ამ პერიდიდან იწყება პატრიარქატი. მტკვარ-არაქსის კულტურა დაახლოებით 1 000 წელი არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში ბევრგანაა იმდროინდელი ნასახლარები აღმოჩენილი.
ძველი წელთაღრიცხვი III ათასწლეულიდან იწყება შუა ბრინჯაოს ხანა . ამ პერიოდში დაწინაურდა თრიალეთის კულტურა. ამ კულტურისთვის დამახასიათებელია ყორღანების არსებობა. ყორღანების სიგრძე 10-15 მეტრს აღწევდა, ხოლო დიამეტრი 100 მეტრამდე. ყორღანების ცენტრში მდებარეობდა დიდი დასაკრძალავი ოთახი. დიდ ყორღანებში ტომის ბელადებს და ცალკეული გვარის წარმომადგენლებს კრძალავდნენ. ყორღანებში გვხვდება მიცვალებულთან ჩატანებული ძვირფასი ნივთები. ყორღანებს გარედან ქვიშას და მიწას აყრიდნენ. დროთა განმავლობაში ეს სამარხები ბუნებრივ ბორცვებად იქცეოდა, ისე რომ მისი გარჩევა შეუძლებელი ხდებოდა.
ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულიდან იწყება გვიანი ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდში ვითარდება დასავლურ-ქართული და აღმოსავლურ-ქართული კულტურა. ძველი წელთაღრიცხვის I ათასწლეულისათვის კოლხური კულტურა თავის განვითარების მწვერვალს აღწევს. ამ პერიოდში იშლება გვაროვნული თემები , უკვე ადამიანებს აერთიანებს არა ნათესაობა არამედ მეზობლობა. ამ პერიოდში წინაურდება ტომის ბელადები , ეს თანამდებობა უკვე შთამომავლობით გადადის. იქმნება მდიდარი და ღარიბი მოსახლეობა. ტომში დაწინაურებულია ქურუმები, რომლებიც ტომის ბელადთან დაახლოებული პირები იყვნენ. თანდათანობით ხშირდება ტომების ერთმანეთზე თავდასხმები. იქმნება ტომთა კავშირები.
საქართველოს ისტორია ანტიკურ ხანაში
ქართული ტომების უძველესი გაერთიანებები
ქართველი ტომები წინა აზიის ასპარეზზე აქტიურად გამოჩნდნენ ძვ.წთ.აღ XIII საუკუნიდან , როდესაც მათგან სამხრეთით განადგურდა ორი უძველესი სახელმწიფო - ხეთების იმპერია და მითანის სამეფო . ხეთების სამეფო გაანადგურეს ეგეოსის ზღვიდან შემოიჭრილმა ე.წ ”ზღვის ხალხმა” , რის შედეგადაც ხეთების აღმოსავლეთით დამკვიდრდნენ მუშქები - მესხების ქართველური ტომების წინაპრები . მითანის სამეფო კი ასურეთმა გაანადგურა . მისმა ძლევამოსილმა მეფემ ტიგდათფილეს I-მა ძვ.წთ.აღ 1112 წ. დაიწყო შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებით , ქართველ ტომთა გაერთიანების დაეანის წინააღმდეგ . ურარტუულ წყარეოებში ამ სახელმწიფოს დიაუხს უწოდებდნენ. ასურეთის მეფის ტიგდათფილესე I-ის ჩრდილოეთით ლაშქრობისას მას დაუპირისპირდა დიაუხის მეფე სიენი, რომელსაც ეხმარებოდა 23 ”მეფის” ლაშქარი. ასურეთის მეფემ გაიმარჯვა , დამარცხებული მეფე სიენი დატყვევებული წაიყვანა დედაქალაქ აშურაში და მორჩილების პირობის ჩამორთმევის შემდეგ გაათავისუფლა. ასურული წყაროები მოგვითხრობს ტიგდათფილესის ლაშქრობას დიაოხზე :![]() |
„იმ დროს ღვთაება ასურის , ჩემი მეუფის
დიდი ძალით , დიად ღვთაებათა შემწეობით , მე, ტიგლათფილესერი , რომელიც
სამყაროს ოთხივე მხარეს სამართლიანად ვმბრძანებლობ , რომელსაც არ მყავს
მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში , შორეულ მეუფეთა ქვეყნისკენ , რომელნიც ზემო ზღვის
ნაპირებზე ცხოვრობენ და რომლებმაც არ იცოდნენ მორჩილება, ღვთაება ასურმა,
მეუფემ, გამაგზავნა ... დაიანის ქვეყნების მეფეებმა , სულ 23 მეფემ ,
შეკრიბეს თავიანთ ქვეყნებში თავისი ეტლები და ჯარები და ბრძოლისა და
ომისთვის გამოემართნენ. ჩემი თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი
მე მათ ... მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე . ნაირის
ქვეყნების 60 მეფეს მათთან ერთად , რომელნიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ ,
ჩემი შუბით ზემო ზღვამდე მივსდე , მათი დიდი ქალაქი დავიპყარი , მათი
ნადავლი , მათი ქონება , მათი სარჩო-საბადებელი წამოვიღე ... ცხენების,
ჯორების, ჯორ-ცხენების მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრის პირუტყვი
ურიცხვი წამოვიყვანე . “
|
ტიგდათფილესერ I-ის მეფობის შემდეგ ასურეთის სახელმწიფოს სიძლიერე თანდათან ეცემა და სუსტდება მისი გავლენა ჩრდილოეთის ქვეყნებზე. დიაოხი ამით სარგებლობს და თანდათანობით ძლიერდება . ასურეთის სახელმწიფო ძალიან შეავიწროვა ურარტუს ახლადშექმნილმა სახელმწიფომ . ურარტუს სამეფო , რომლის მოსახლეობის უმრავლესობას ხურიტრული მოდგმის ტომები შეადგენდნენ , ჩამოყალიბდა ძვ.წთ.აღ IX საუკუნეში ამიერკავკასიაში . მისი მეფე მენუა კლდეზე ამოკვეთილ ერთ-ერთ თავის წარწერაზე მოგვითხრობს დიაოხის წინაარმდეგ ბრძოლაზე . მას დაურბევია დიაოხი და მისი მეფე უტუფურუსი დაუმორჩილებია .
![]() |
„დავიპყარი დიაოხის ქვეყანა , მისი სამეფო ქალაქი სასილო
, ქვეყანა გადავწვი , დავანგრიე ციხესიმაგრეები ... უტუფურუსი , მეფე
დიაოხისა , მოვიდა ჩემს წინაშე , მომეხვია ფეხებზე , ძირს დაემხო ; მე მას
მოწყალედ მოვექეცი , შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით . მომცა მან
ოქრო და ვერცხლი , მომცა ხარკი . “
|
ასურულ ლურსმულ წარწერებში კოლხები ჩვ.წთ.აღ XII საუკუნიდან იხსენიება. ამ დროს ისინი პირველყოფილი თემური სისტემის მიმდევრები იყვნენ. ასურული წყაროები ”ათეულობით მეფეს” (ანუ ტომის ბელადს) ასახელებდნენ. ისინი თანდათანობით ერთიანდებოდნენ და ყალიბდებიან როგორც ერთ გაერთიანებად . დამპყრობლებთან ბრძოლაში მყარი გაერთიანება აუცილებელი იყო . კოლხურ ტომთა სოციალურ ეკონომიკური პირობებიც იცვლებოდა. გაბატონებულ მდგომარეობას იკავებენ გვაროვნული არისტოკრატიის წარმომადგენლები , რომლებიც იქვემდებარებენ ტომის რიგით წევრებს და მმართველობასაც ისეთ ფორმას აძლევენ , რომელიც უზრუნველყოფდა მათ ბატონობას . აქ ფართოდ ვითარდება მესაქონლეობა და მეტალურგია , განსაკუთრებით - რკინის წარმოება . რკინის სამრეწველო გამოყენებაზე გადასვლამ დააჩქარა საზოგადოების განვითარება და სახელმწიფოს ჩამოყალიბება. შავი ზღვის სამხრეთი სანაპიროს მთიანეთში რკინის მდიდარი საბადოები იყო . აქაური ქართველი ტომები მაგალითად ხალიბები , სახელგანთქმულები იყვნენ რკინის დამუშავებით.
კოლხეთის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს და რკინის საბრძოლო და სამუშაო იარაღები. ძვირფასი ლითონის სამკაულები და ფუფუნების სხვა საგნები . ასევე თანდათანობით , ძვ.წთ.აღ XI-IX სს-ის დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბდა კოლხეთის ძლიერი სამეფო . ძვ.წთ.აღ IX-VIII სს ში კოლხეთის სამეფო თავის გავლენას ავრცელებს დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. კოლხების სიძლიერე აისახა ძველ ბერძნულ მითში არგონავტების შესახებს .
ნაწყვეტი ბერძენი პოეტის აპოლონიოს როდოსელის პოემიდან ”არგონავტიკა” :
![]() |
„როდესაც იაზონი და მისი მხლებლები აიეტის
სასახლესთან მივიდნენ ... ისინი გააოცა მეფის გალავანმა, ფართო ჭიშკრმა და
სვეტებმა , რომლებიც მწკრივად იყო აღმართული კედლის გარშემო.სასახლის
თავზე , სპილენძის ქონგურებზე , ქვის კოშკი იდგა . იაზონმა და მისმა
მხლებლებმა დაუბრკოლებლად დააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს .
რომელთანაც მაღალი ამართული მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყო,
ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა . ეს წყაროები ჰეფესტომ
ამოაჩქეფა მიწის გულიდან ... ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთა
დახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში . ამის გარდა ჰეფესტომ
აიეტს გამოუჭედა სპილენძის ფეხებიანი ხარები , რომელთაც სპილენძისვე ხახები
ჰქონდათ , საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ . მანვე გაუკეთა
მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან ... “
|
ძვ.წთ.აღ 590 წელს ურარტუს სამეფო გაანადგურა მიდიელებმა . მისი მოსახლეობის ნაწილი ჩრდილოეთით გადაასახლეს . ისინი თანდათან შეერივნენ იქ მცხოვრებ ქართველ ტომებს და მათ კულტურას და მეტყველებაში ბევრი საგულისხმო ელემენტები შეიტანეს .
კოლხეთის სამეფო

კოლხეთის რუკა
ბერძნებმა ახალშენები დააარსეს ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში (პანტიკაპეონი, ოლბია, ქერსონესი, და სხვა). ხშირად ბერძნები ადგილობრივ მოსახლეობას იპყრობდნენ , მაგრამ კოლხეთში ყველაფერი პირიქით მოხდა, მათ არა თუ ვერ შესძლეს კოლხებზე თავიანთი გავლენის მოხდენა, პირიქით ისინი მოექცნენ კოლხების გავლენის ქვეშ .
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნული ახალშენების გარდა არაერთი ქალაქი იყო . არქეოლოგებმა დღევანდელი ქალაქ ვანის , სოფელ დაბლაგომის და საირხეს ტერიტორიაზე გათხარეს იმდროინდელი ნაქალაქევები . ასევე კოლხეთის უძველესი ქალაქი იყო კუტაია ანუ დღევანდელი ქუთაისი . კოლხეთში ამ პერიოდში იჭრებოდა ფული რომელსაც მეცნიერებმა ”კოლხური თეთრი” შეარქვეს. საკმაოდ მწირი ინფორმაციაა შემორჩენილი კოლხეთის პოლიტიკური ისტორიის , სახელმწიფოებრივი წყობილების და სოციალური ურთიერთობების შესახებ . უდავოა რომ ამ პერიოდში კოლხეთის სათავეში მეფე დგას რომლებიც ბერძნების ცნობებით ლეგენდარული აიეტის შთამომავლები იყვნენ . კოლხი წარჩინებულები მკვეთრად განსხვავდებოდნენ უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობით ქვეყნის რიგითი მოსახლეობისაგან , ამას მოწმობს უხვი არქეოლოგიური მასალა , განსაკუთრებით სამარხისეული ინვენტარი . თუკი ერთ შემთხვევაში გვაქვს საზოგადოების რიგით წევრთა უაღრესად ღარიბი სამარხები , მწირი ინვენტარით , მეორე მხრივ გვხვდება ოქროს ინვენტარი და სხვა ძვირფასი ნივთები.
კოლხეთის სამეფო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც საბერძნეთან , ისე წინა აზიაში , სადაც გაბატონებული მდგომარობა ეკავათ მიდიელებსა და სპარსელებს . ჰეროდოტე ახასიათებს რა წინა აზიის პოლიტიკურ მდგომარეობას , აღნიშნავს :
![]() |
„სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ
სამხრეთის ზღვამდე , რომელსაც მეწამულს უწოდებენ . ამათ ზემოთ ჩრდილოეთია
მიმართულებით ცხოვრობენ მიდიელები , მიდიელებს ზემოთ სასპერები, სასპერების ზემოთ კოლხები , რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფაზისი . ეს ოთხი ხალხი მოსხლეობს ზღვიდან ზღვამდე .“
|
კიდევ უფრო მცირე ინფორმაციებია სასპერების შესახებ. როგორც ჩანს ეს აღმოსავლეთ ქართულ ტომთა გაერთიანება იყო , რომელიც საკმაოდ ვრცელ ტერიტორიზე იყო განსახლებული . სამხრეთ-დასავლეთით იგი აღწევდა მდ. ჭოროხსაც და მოიცავდა იმ უძველეს ოლქს რომელმაც დღემდე შემოინახა სასპერების სახელი - სპერი .
ქართლის სამეფოს წარმოქმნა

”ქართლის ცხოვრებაში” დაცული გადმოცემის მიხედვით ქართლის მმართველად დამპყრობლებმა თავიანთი ერთ-ერთი სარდალი , აზო დანიშნეს . აზო მკაცრი მმართველი აღმოჩნდა , ის ხშირად ავიწროებდა მოსახლეობას . მისი ბრძანებით დაუნგრევიათ აქაური ციხე სიმაგრეები . აზოს დაუპირისპირდა მცხეთის მამასახლისის ძმის შვილი ფარნავაზი , რომელმაც დაიხმარა დასავლეთ საქართველოს ერისთავი ქუჯი და ჩრდილოეთ კავკასიელთა ლაშქარი . გამარჯვებულმა ფარნავაზმა თავი ქართლის მეფედ გამოაცხადა . მას სამეფო ნიშნები ანტიოქოს I -მა გამოუგზავნა.
მისი უზენაესობა ცნო დასავლეთ საქართველოს ერისმთავარმა ქუჯმაც .
”მეფეთა ცხოვრება ” ფარნავაზის შესახებ
![]() |
„დაიპყრო ალექსანდრემ ყოველი ქართლი და დაადგინა პატრიკად ნათესავი თავისი სახელად აზო , ძე იარედესოსისა
... და იყო აზო კაცი ძნელი და მოსისხლე , მოკალით ! ... იყო იმ ჟამად
ქალაქ მცხეთას ჭაბუკი ერთი , რომელსაც ერქვა სახელად ფარნავაზ . ეს ჭაბუკი
იყო მამით ქართველი ... და იყო ძმისწული სამირისი , რომელიც
ალექსანდრეს მოსვლისას მამასახლისი ყოფილიყო მცხეთას . ეს სამარა და ძმა
მისი, მამა ფარნავაზისი , ალექსანდრეს მოეკლა , ხოლო დედას წაეყვანა
ფარნავაზი , სამი წლის ყრმა და კავკასიონისთვის შეეფარებინა თავი . აქ აღიზარდა ფარნავაზ და დაუბრუნდა მცხეთას , მამულსა თავისსა .
ხოლო ფარნავაზ იყო კაცი გონიერი , მხედარი შემმართებელი და მონადირე
ხელოვანი ... იხილა ფარნავაზ სიზმარი , ვითომც იყო იგი ერთ უკაცრიელ სახლში
, სურდა გასვლა და ვერ გადიოდა . მაშინ შემოვიდა სარკმელში შუქი მზისა ,
შემოერტყა წელზე , მიიწია და გაიყვანა სარკმელიდან . და ველზე რომ გავიდა ,
იხილა მზე ძირს ჩამოსული , მაშინ მოხოცა ცვარი პირსა და თვითონ წაიცხო
სახეზე ...
იმავე დღეს წავიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო და დიღმის ველზე დაედევნა ირემს , ხოლო ისინი ილტვოდნენ ტფილისის ღირღალთა შიგან . მისდია ფარნავაზმა , სტყორცნა ისარი და ჰკრა ირემსა და მცირედ გაირბინა და დაეცა ძირსა კლდისასა . მოეწია ფარნავაზ ირემსა და შემოაღამდა ... ხოლო კლდისა მის ძირსა ქვაბული იყო, რომლის კარი ამოქოლილი იყო ქვითა ძველად და სიძველისაგან ირღვეოდა . მაშინ დაასხა მძაფრმა წვიმამ , ხოლო ფარნავაზმა აიღო ჩუგლუგი და გამოარღვია ამოშვებული კარი ქვაბულისა, რათა შიგ გამშრალიყო წვიმისაგან . და შევიდა ქვაბულში . იხილა მუნ განძი - ოქრო და ვერცხლი და ჭურჭელი ოქროსი და ვერცხლისა მოუწვდომელი. ხოლო ფარნავაზ აივსო სიხარულითა, მოაგონდა ნანახი სიზმარი, კვლავ ამოქოლა კარი ქვაბულისა , მსწრაფლ წამოვიდა და უთხრა დედასა და ორთავ დასა თავისსა. და მასვე ღამეს წამოვიდნენ სამივე სახედრებითა და ჭურჭლებითა და ხუთ ღამეში გამოიკრიბეს განძი და დაფლეს მარჯვე ალაგას.“ |
ფარნაავაზმა გააშენა ბერძენ-მაკედონელთა შემოსევის შედეგად დანგრეული მცხეთა და სხვა ქალაქები . მანვე შექმნა მთავარი ღვთაება - არმაზის კულტი , არმაზის კერპი მცხეთის მოპირდაპირე ე.წ ქართლის მთაზე აღმართეს , სადაც ციხეც გაშენდა და მას არმაზის ციხე ეწოდა . არმაზის როგორც საერთო ღვთაებად ჩამოყალიბებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახლადჩამოყალიბებულ ქართულ სახემწიფოსთვის .
ფარნავაზს ლეონტი მროველი ქართლში ერთიან სახელმწიფო ენად ქართულის შემოღებას და ქართული მწიგნობრობის შექმნას მიაწერს. ქართლის სამეფომ ფარნავაზისა და მისი უშუალო მემკვიდრეების - საურმაგისა და მირიან I-ის დროს მნიშვნელოვნად გაძლიერდა . სამეფოს ფარგლები საკუთრივ ისტორიული ქართლის გარდა მოიცავდა , კახეთის დიდ ნაწილს , სამცხეს , ჯავახეთს , კოლა-არტაანს, კლარჯეთს , აგრეთვე დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს (აჭარას , არგვეთს , ეგრისს, სვანეთს ). ფარნავაზმა დასავლეთ საქართველოში თავისი პოზიციების განსამტკიცებლად შორაპნის და დამნის ციხეები ააგო. ქართლი თავის გავლენას აღმოსავლეთითაც ავრცელებდა . ქართლის სამეფოს ექვემდებარებოდა უმნიშვნელოვანესი გადმოსასვლელები კავკასიონის ქედზე . ამ გადმოსასვლელების გამაგრებით დაინტერესებულები იყვნენ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიც , რადგან აქედან მუდმივად მომთაბარე-მეომარი ტომების შემოსევის საფრთხე იყო. ამ პოლიტიკურ ფაქტორს ქართლის მმართველები კარგად იყენებდნენ .
”ქართლის ცხოვრება” ფარნავაზის მოღვაწეობის შესახებ :
![]() |
„მაშინ წარგზავნა ფარნავაზმა მონა თავისი
ქუჯისაგან ... გაიხარა ქუჯიმ სიხარულითა დიდითა და თქვა ” მოდი ჩემთან და
ნუ დაინანებ ხვასტსაგან შენსა , რამეთუ განძითა შენითა გავამრავლო სპა შენი
სა შევებრძოლოთ აზოსა . მაშინ გაიხარონ ყოვენმა ქართველთა მისგან
გაწყვეტილთა და შევიწროებულთა ...
მაშინ ევზრახვნენ ოსეოვსთა და ლეკთა.
ხოლო მათ გაიხარეს, რამეთუ არ სწადთა ხარკის მიცემა აზოსთვის . და
გამოიყვნენ ოვსნი და ლეკნი და გაუმრავლდათ სპანი. შეიკრიბნენ ეგრისს
ურიცხვნი სპანი და გამოემართნენ აზოსკენ . ხოლო აზომ მოუწოდა სპათა თავისსა
და შეკრიბნა. მაშინ ათასი რჩეული მხედარი ... განუდგნენ აზოს და მოვიდნენ
წინაშე ფარნავაზს . ფარნავაზ წარავლინა მოციქულნი ასურასტანის მეფიდ
ანტიოქოსის წინაშე. და გაუგზავნა ძღვენი დიდძალი და აღუთქვა მას სამსახური
და სთხოვა მას შეწევნა ბერძენთა წინააღმდეგ . ხოლო ანტიოქოსმა მიიღო ძღვენი
მისი, ეწოდა მას თავისი შვილი და გამოუგზავნა გვირგვინი და უძღვნა სომხეთის
ერისთავთა, დახმარებოდნენ ფარნავაზს ... ხოლო მეორესა წელს ... იქმნა
ბრძოლა დიდი დაგაწყდა ორივე მხრივ ურიცხვი . ხოლო ილივნენ ბერძენნი
ფარნავაზისაგან . გაიქცა ბანაკი მათი და მოკლეს აზო და ურიცხვი სპა მათი
მოსრეს და დაატყვევეს .
ფარნავაზმა მისცა ქუჯის ქვეყანა ეგრის წყლისა და რიონის შუა , ზღვიდან მთამდე , რომელი შორის არის ეგრისი და სვანეთი და დაამტკიცა იგი ერისთავად მუნ . და ქუჯიმ ააშენა ციხე გოჯი . მაშინ ფარნავაზს აღარ ჰქონდა შიში თავისთა მტერთა და გახდა მეფედ ყოველსა ქართლსა და ეგრისში და გაამრავლა მხედრობა ქართლოსიანთა , განაწესეს ერისთავნი რვანი და სპასპეტი ... ამანვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი , მისივე სახელის მქონე , ესაა არმაზი ... აღმართა კერპი იგი არმაზი ქართლის მთის თავზე და ამიერიდან , კეპის გამო , ეწოდა მთას არმაზი . და დააწესა კერპის აღმართვის დღის დღესასწაული . ოცდაშვიდი წლის გამეფდა და სამოცდახუთ წელს მეფობდა ნებიერად . და ემსახურებოდა ანტიოქოსს , ასურასტანის მეფეს ... და ეს ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლში, ქართლოსისა ნათესავთაგანი . მან განავრცო ენა ქართული და იზრახებოდა სხვა ენა ქართლში , თვინიერ ქართლისა და შექმნა მწიგნობრობა ქართული . და მოკვდა ფარნავაზ და დაფლეს არმაზის კერპის წინ “ |
საქართველო - რომის ურთიერთობები
ქრ.შ-მდე II საუკუნის მანძილზე დიდი ცვლილებები მოხდა ქართლის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობაში . მისი ძლიერება შეარყია შინაურმა ბრძოლებმა მეფის ხელისუფლებასა და ერისთავებს შორის . ამ ბრძოლაში საგარეო ძალებიც ერეოდნენ . ქართლს თავიდანვე კარგი ურთიერთობები ჰქონდა სირიის სელევკიების სამეფოსთან , მაგრამ ამ უკანასკნელმა დასუსტება დაიწყო , მას გამოეო დაცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა პართია . ეს სამეფო მთელს წინა აზიაში უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა , ამავე დროს აღმოსავლეთით ექსპანსია დაიწყო რომის იმპერიამ . სომხეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სომხური სახელმწიფო - სოფენეს სამეფო [1] და დიდი არმენია . ამ სამეფოებში საქართველოს სამხრეთი ტერიტორიებიც შევიდა . ქართლის სამეფოს აღმოსავლეთით დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ალბანეთის სამეფო . ხოლო დასავლეთით დაუმეზობლდა პონტოს ძლიერი სახელმწიფო . პონტოს სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა მითრიდატე VI ევპატორის მმართველობის დროს . მან დაიპყრო შავი ზღვის სანაპიროები მათ შორის კოლხეთის ტერიტორიებიც . მითრიდატემ სომხეთის მეფის ტიგრან II-სთან ერთად დაიწყო ბრძოლა რომის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში პონტოელებს მოკავშირედ ქართლიც და ალბანეთიც იყო . რომაელების ჯარს სარდლობდა ცნობილი სარდალი გნეუს პონპეუსი. პომპეუსმა მალე დაამარცხა პონტო და სომეთი და ქართლისკენ დაიძრარომაელები ქართლში ძვ. წ. 65 წელს მოვიდნენ . ქართლში ამ დროს მეფობდა არტაგი . არტაგი კარგად ხვდებოდა რომ ძალები უთანაბრო იყო და მას არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია რომაელთა უძლეველი არმიისთვის . ამიტომ მან პომპეუსს დესპანი გაუგზავნა და ზავი შესთავაზა . რომაელთა სარდალი ზავს არ დასთანხმდა და არმაზის ციხის აღებას შეუდგა , ამის შემდეგ გადალახა მტკვარი და არაგვის ხეობაში შეიჭრა . ქართველების წინააღმდეგობის მიუხედავად რომაელებმა გაიმარჯვეს.
წყაროების მონაცემების მიხედვით , ბრძოლაში 9 000 ქართველი დაიღუპა 10 000 კი ტყვედ ჩავარდნილა. არტაგმა რომაელთა სარდალს მძევლები და ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა და ზავი ითხოვა. პომპეუსი სათანადოდ ითვალისწინებდა საქართველოს სტრატეგიულ და პოლიტიკურ მდგომარეობას და ამჯერად დაზავებაზე დათანხმდა . ზავის პირობების თანახმად , ქართლში მეფობა ხელუხლებლად რჩწბოდა . ქართლის მეფეს ”მეგობრობა და მოკავშირეობა” და კავკასიონის უღელტეხელების შეკვრა, ჩრდილოეთ კავკასიიდან მეომარი-მომთაბარე ტომების შეკავება დაევალა . თავის მხრივ რომაელები საქართველოს მიმართ არავითარ ვალდებულებას არ კისრულობდნენ .
ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი. ქართლის სამეფო რომის პოლიტიკურუ გავლენის ქვეშ მოექცა , მაგრამ მისთვის ეს ზავი ისეთი საზარალო მაინც არ იყო , როგორც , მაგალითად სომხეთისთვის . სომხეთმა დაკარგა ტიგრან II-ის დროს დაკარგული ყველა ოლქი და ამიერიდან იგი მეორე ხარისხოვან სახელმწიფოს იქცა, ეს ქართლისთვის სასარგებლოც იყო , რადგან დიდი არმენიის მეზობლობა მის პოლიტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზღუდავდა და ზოგჯერ მასზე დამოკიდებულსაც ხდიდა
საქართველო - რომის ურთიერთობა I - II საუკუნეებში

რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.
ქართლის მეფეებს რომის მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირათ . მაგალითად , 128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის მეფეები და მმართველები , მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფის ფარსმან ფარსმან III-ის მიმართ და მისი გულის მოსაგებად ძვირფასი საჩუქრები - საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გამოუგზავნა . ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა ადრიანესთან და საპასუხო საჩუქრები - ოქროსფერი მოსასხამები გაუგზავნა . ამით განაწყენებუმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა ამ მოსასხამებით გლადიატორები შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზეე . ამის საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი , გამოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია . ამით ქართლის მეფემ იმპერატორს აგრძნობინა თავისი ძალაუფლება .
ასეთი დაპირისპირება რომსა და ქართლს შორის იმ გარემოებამ წარმოქმნა , რომ ქართლის მეფემ დაიკავა გასასვლელი შავ ზღვაზე , კერძოდ , დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი , რომლის მოსახლეობა დღევანდელი აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, რომის იმპერატორს ამის აღიარება არაფრით არ სურდა.
რომისა და ქართლის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ . რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ცნო ქართლის სამეფოს მიერ შავიზღვისპირა ტერიტორუიების შეერთება . მან ქართლის მეფე რომში სტუმრად მიიწვია .
ფარსმან II დიდი ამალით და თავისი ცოლ-შვილით წავიდა რომში . მოლაპარაკების შემდგომ აქ გაიმართა დიდი ასპარეზობა , რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართლის მეფემ და მისმა ამალის წევრებმა. იმპერატორს იმდენდ მოეწონა ქართლის მხედართა სამხედრო ხელოვნება , რომ ნება დართო ქართლის მეფის კაპიტოლიუნმში მსხვერპლი შეეწირა , რაც დიდი პატივი იყო უცხოელებისათვის . ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება ომის ღმერთის , მარსისი ტაძარში დაიდგა .
განსხვავებული ვითარება იყო დასავლეთ საქართველოში . აქ რომაელებმა თავიდანვე თავიანთი მმართველობა დააწესეს . მოსახლეობა ვერ ეგურბოდა რომაელთა ბატონობას და ჯანყდენენ . დასავლეთ საქართველოზე თავის გავლენის გავრცელებას ცდილობდა გაძლიერებული ქართლის სამეფოც. ქართლის მოსაზღვრე არგვეთში ქართლის მეფის ერისთავის იჯდა , ასევე აჭარა-გურიის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვამდე ქართლის მეფეს ემორჩილებოდა . დასავლეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებიც ქართლთან დაახლოებას ესწრაფოდნენ . რომის იმპერია იძულებული გახდა დასავლეთ საქართველოში გარკვეული დათმობა გაეტარებინა და აქ ადგილობრივი მმართველობა აღედგინა . II საუკუნეში დასავლეთ საქართველოში რამდენიმე სამთავრო ჩამოყალიბდა : ლაზების , აფშილების და სანიგების , რომელთა სათაეშიც რომაელებს ადგილობრივი მთავრები დაეყენებინა , თუმცა ზღვისპირა საპორტო ქალაქებში - ფაზისში (ფოთი) , დიოსკურიაში (სოხუმი) და სხვა . ჩაყენებული ჰყავდათ მეციხოვნე ჯარები .
საქართველო III – IV საუკუნეებში

![]()
წმინდა ანდრია პირველწოდებული, პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა.
|
![]()
სვიმონ კანანელი პირველი მოციქული რომელმაც საქართველოში იქადაგა ქრისტიანობა
|
III საუკუნისთვის ირანის დასავლეთ მეზობელ ქვეყნებში და თვითონ ირანშიც ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული აქ ბევრგან საეპისკოპოსო კათედრებიც არსებობდა , მაგრამ მას შემდეგ რაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა , ირანის შაჰის კარმა მკვეთრად შეიცვალა დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ . თუკი ადრე ირანი მფარველობდა ქრისტიანობას , ამის შემდეგ მან დაიწყო ქრისტიანები დევნა და მის საპირისპიროდ მაზდეანობის ძალით დანერგვა . ქართველი პოლიტიკოსები არჩევდნენ შეენარჩუნებინათ შორეულ რომზე ნომინალური დამოკიდებულება , ვიდრე მეზობელ ირანის ბატონობის ქვეშ ყოფილიყვნენ . ამრიგად ქრისტიანობის თუ მაზდეანობის მიღება არმიღებამ სერთაშორისო პოლიტიკური შინაარსი შეიძინა .
საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება და პირველ მოციქულებად თვით იესო ქრისტეს მოწაფეები - წმ. ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი გვევლინებიან , სიმონ კანანელი საქართველოშია გარდაცვლილი და აქვე ანაკოფიაში დაკრძალეს , ამ დროიდან საქართველოში თანდათანობით ვრცელდება ქრისტიანობა . არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ , მდინარე მტკვრისა და ქსნის შესართავთან არსებობდა ქალაქი ნესტაგისი , რომლის საცხოვრებელ კომპლექსში აღმოჩენილია მცირე ზომის ეკლესიები , რომლებიც III საუკუნით თარიღდება . ქართლში მცხოვრებ ებრაელებს გარკვეული კონტაქტები ჰქონდათ თავიანთ იერუსალიმელ-პალესტინელ თანამოძმეებთან და , როგორც ცნობილია , სწორედ მცხეთელ ებრაელებს ჩამოუტანიათ - ქრისტეს კვართი , რომელიც დაკრძალული იყო , იმ ადგილას სადაც მოგვიანებით აშენდა სვეტიცხოველი .
წმინდა ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობა
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ , საკმაოდ დიდი ინფორმაციები შემონახული როგორც ქართული საისტორიო და ჰიმნოგრაფიული თხზულებანი , ისე სომხური და ბერძნულ - ლათინური წყაროები . წმინდა ნინოს ხსენების დღეს 14 იანვარს , კათოლიკური ეკლესიაც აღნიშნავს .
წმინდა ნინო წარმოშობით , რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციიდან , კაბადოკიიდან იყო .
დიდი თავგადასავლების შემდეგ ნინო ქართლში ჩამოვიდა . აქ დაესწრო ქართველების წარმართული ღვთაებების არმაზის , გაცის და გაიმის დღესასწაულს . ნინოს ლოცვა ვედრების შედეგად ამ კერპებს სეტყვა და ქარიშხალი დაატყდება და სულ დაამსხვრევს. ნინო იწყებს ქრისტეს მცნებების ქადაგებას , ის კურნავდა ავადმყოფებს , მანვე მოარჩინა მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი ნანა და გააქრისტიანა. ქართლის მეფე მირიანი ეჭვით უყურებდა ახალ რელიგიას , ვიდრე სასწაულის მოწმე არ გახდა. ამის შემდეგ მირიანმა იწამა ნინოს სარწმუნოების ჭეშმარიტება და თვითონ დაიწყო ამ რელიგიის ქვეყანაში გავრცელება . ეს მოხდა 326 წელს .
”ქართლის ცხოვრება” ახლად გაქრისტიანებული მირიანისა და კონსტანტინე იმპერატორის პოლიტიკური ურთიერთობის შესახებ :
მეფე მირიანმა და წმინდა ნინომ თხოვნით მიმართეს რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდს და მის დედა ელენეს , რათა მათ გამოეგზავნათ მღვდელმტავრები და მღვდლები . კონსტანტინემ სიხარულით მიიღო ეს თხოვნა და საქართველოში ეპისკოპოსად გამოგზავნა ”მღვდელი ჭეშმარიტი” იოანე და მასთან ერთად კიდევ ორი მღვდელი და სამი დიაკონი . მეფე მირიანი თავისი ოჯახითურთ მოინათლა და თავის ქვეშვრდომებს უბრძანა მონათლუულიყვნენ . იოანე ეპისკოპოსმა და მღვდლებმა აკურთხეს მდ.მტკვარი და იქ მცხეთის და ქართლის მოსახლეობა მონათლეს .
ქრისტიანობა ქართლში სწრაფად გავრცელდა , თუმცა ისეთ კუთხეებში სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ თემურუი წყობილებით ცხოვრობდა , მამაპაპურ რელიგიას ჯიუტად იცავდნენ და მეფის მიერ წარგზავნილ ერისთავს ძალის გამოყენებაც კი მოუხდა , ასე იყო მაგალითად არაგვის ხეობის ზემო წელზე, კახეთის მთიანეთში და სხვა.
”ქართლის ცხოვრება” ქრისტიანობის გავრცელების შესახებ ქართლის მთიან რეგიონებში :
![]() |
„წარვიდა წმინდა ნინო და ეპისკოპოსი
იოავანე და მათ თანა წარატანა მეფემან ერისთავი ერთი. მოვიდეს და დადგეს
წობენს და მოუწოდეს მთიელთა , პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა , ჭართალელთა , ფხოელთა, წილკანელთა და გუდამაყარელთა
და უქადაგეს მათ რჯული ქრისტინეთა ჭეშმარიტი ... ხოლო მათ არ ინებეს
ნათლისღება . მაშინ ერისთავმა მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა
და ძლევით შემუსრა კერპი მათნი . “
|
გაერთიანება და ოქროს ხანა

ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე

დავით III კურაპალატის გამოსახულება ოშკის ტაძარში

ბედიის ტაძარი. აქ დაკრძალულია ბაგრატ III.
ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლის აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება. 978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო, ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა. დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა.
ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული. ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა, ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრტ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”.
1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხათა, ქართველთა, რანთა და კახთა”.
1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.
შუა საუკუნეები
რუსეთთან კავშირი

რუსეთის რევოლუცია პეტროგრადში, 1917 წლის მარტში დაიწყო. მეფე ჩამოაგდეს და შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა თავისუფალი არჩევნები და მოეწვია ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც, თავის მხრივ, გადაწყვეტდა რუსეთისა და იმპერიაში შემავალი ყველა არარუსული ქვეყნის სტატუსს.
ქართველები და რუსეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ხალხები ცარიზმის დამხობას დიდი სიხარულით შეხვდნენ და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისინი ახალი დემოკრატიული მთავრობის ერთგულნი დარჩნენ. ქართველებს არ უცდიათ გამოყოფა, ისინი საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით და თბილისში ქართული უნივერსიტეტის გახსნითაც დაკმაყოფილდნენ. მაგრამ 1917 წლის ნოემბერში, რუსეთში ხელისუფლება ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში, რის შედეგადაც სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ქართველებმა და სხვა კავკასიელმა ხალხებმა უარი თქვეს ბოლშევიკური რეჟიმის ცნობაზე და 1917 წლის 22 ნოემბერს დაარსდა საქართველოს ეროვნული საბჭო, რომლის პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გახდა. იმავე გზას დაადგნენ სომხები და აზერბაიჯანელები.
1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში.
რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა. 26 მაისს ამიერკავკასიის რესპუბლიკა დაიშალა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტიისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ გაერთიანებული, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა.
ამგვარად, 116 წლის შემდეგ, საქართველომ დაიბრუნა კუთვნილი ადგილი თავისუფალ ხალხთა ოჯახში.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

საქართველოს მთავრობას და ხალხს საშუალება მიეცა საკუთარი ძალისხმევა ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიემართა, რაც არცთუ ისე ადვილი იყო. საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში დეზერტირებისა და კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. ამ პირობების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა და მათმა ლიდერებმა გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს და პოლიტიკური და ეროვნული სიმწიფე გამოავლინეს.
მთავრობამ მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის შექმნით, რომელმაც მცირე დროში დაამყარა წესრიგი რეგიონებში. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე - შეიძლება ითქვას, ყველაზე დემოკრატიული სახით. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.
კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები (10), აზერბაიჯანელები (4),რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).
დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.
საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 22 თებერვალს, წითელი არმიის თავდასხმიდან მეთერთმეტე დღეს. კონსტიტუცია ეფუძნებოდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მოდელებს, რაც საქართველოს წარმოაჩენდა დემოკრატიულ ქვეყნად, ამ ცნების საუკეთესო გაგებით.
საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

XX საუკუნის 20-30-იან წლებში საქართველოში საბჭოთა სისტემის დამკვიდრების პერიოდია. საბჭოთა რუსეთმა ქართველი ბოლშევიკების აქტიური მხარდაჭერით შესძლო ქართველი ერისთვის მიუღებელი რეჟიმის დამყარება. საქართველო ძალით გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და საბჭოთა კავშირში, მათ სისხლში ჩაახშეს ეროვნული მოძრაობა, საქართველოში მაინც არასტაბილური პოლიტიკური და მძიმე სოციალ-ეკონომიკური ვითარება იყო.
1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. ამ უდიდეს ომში საბჭოთა კავშირმა გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ამას ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია. საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა , ომის შემდგომ წარმოქმნილი რთული მდგომარეობა , სახელმწიფო რეჟიმის განმტკიცებით და პოლიტიკური რეპრესიების გამოწყებით ჩაეხშოთ. დაუსაბუთებელი , უხეში კრიტიკის ობიექტად იქცნენ გამოჩენილი მწერლები, მეცნიერები, ხელოვნების მუშაკები. ვითომდა ბურჟუაზიული იდეოლოგიის კრიტიკის ნიშნად მკაცრად იდევნებოდა თავისუფალი აზრის ყოველი გამოვლინება.
საბჭოთა სისტემის კრიზისი აშკარად გამოვლინდა XX საუკუნის 50-იან წლებში ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, ხოლო ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის დროს გარეგნულად სისტემა ძლიერი კი ჩანდა მაგრამ ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებული იყო. საბჭოთა კავშირის კრიზისის პერიოდში იწყება დაპყრობილ ხალხებში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა, მათ შორის საქართველოშიც. XX საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საბჭოთა ქვეყნის კრიზისი აშკარა გახდა . 1985 წელს საბჭოთა კავშირში მიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ქვეყნის მმართველი გახდა მიხეილ გორბაჩოვი. გორბაჩოვმა ქვეყნის ღრმა კრიზისი აღიარა და მის გამოსწორებას შეუდაგა მაგრამ ეს შუძლებელი იყო . დაპყრობილ ქვეყნებში ეროვნული მოძრაობამ ფართო ხასიათი მიიღო. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა თბილისში დაარბია მშვიდობიანი მომიტინგეები. 1991 წლის 9 აპრილს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა ზვიად გამსახურდია.
საქართველოს რესპუბლიკა
პირველი წლების სიძნელეები
საბჭოთა იმპერია მტრულად შეხვდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს და რეფერენდუმის საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ცხადი ხდებოდა, რომ საქართველოს გაუჭირდებოდა საბჭოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ბრძოლა. ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრებს სსრკ-ს ჯარები იცავდა , ხოლო ქვეყანაში სსრკ-ს ბაზები იყო განლაგებული, დამატებით პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, მოსკოვს შეეძლო საქართველოში საფინანსო-ეკონომიკური პრობლემების შექმნა. სსრკ-ს პოლიტიკური ხელმძღვანელობა საქართველოს წინააღმდეგ კარგად იყენებდა აფხაზ და ოს სეპარატისტებს. 1990 წლის ნოემბერში მოსკოვის წაქეზებით ოსმა სეპარატისტებმა მიიღეს უკანონო გადაწყვეტილება. მათ სამხრეთ ოსეთი საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. ეს ფაქტი მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობის ოფიციალური გაფრთხილების მიუხედავად, 1990 წლის დეკემბერში სამხრეთ ოსეთში ჩატარდა არჩევნები, რომელშიც ქართულ მოსახლეობას მონაწილეობა არ მიუღია. არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით სეპარატისტებმა ავტონომიური ოლქი დამოუკიდებელ ქვეყნად გამოაცხადეს, რითაც კვლავ უხეშად იქნა ხელყოფილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სეპარატისტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების გამო საქართველოს უზენაესმა საბჭომ 1990 წლის დეკემბერშივე გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. მოსკოვი სეპარატისტების აშკარა მხარდაჭერის გზას დაადგა. 1991 წლის იანვარში გამოვიდა სსრ კავშირის პრეზიდენტის ბრძანებულება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენის შესახებ. სეპარატისტების მოქმედებების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობები ქართველებსა და ოსებს შორის. სულ უფრო მცირდებოდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები.მოსკოვის წაქეზებით თანდათანობით იძაბება ვითარება აფხაზეთში. ჯერ კიდევ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე, 1990 წლის აგვისტოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო , ანტიკონსტიტუციური დეკლარაცია. აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა ეს უკანონო აქტი.
საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა ურთიერთობა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებთა. მოსკოვი პრინციპულად არ ცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ყველაფერს აკეთებდა ცსაქართველოში ვითარების დაძაბვისთვის. მოსკოვის ქმედებები ანტი ქარეთული ხასიათის იყო, საბჭოთა კავშირი ყველა საშუალებას ხმარობდა რათა ქართველი ერი ერთამანეთთან დაეპირისპირებინა. ასეთ მძიმე ვითარებაში საჭირო იყო საქართველოს პარტიების და ეროვნული ძალების გაერთიანება , ეს არ მოხდა. განსაკუთრებით დაიძაბა ვითარება 1991 წლის აგვისტოში, ამ დროს მოსკოვში რაქციულმა ძალება სცადეს პუტჩის მოწყობა და პრეზიდენტ მიხეილ გორბაჩოვის ჩამოგდება. მართალია პუტჩისტები დამარცხდნენ მაგრამ ამას მოჰყვა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი , რომელმაც საქართველოშიც ჰპოვა გამოძახილი. 1991 წლის დეკემბერში დაიშალა საბჭოთა კავშირი, ამას მოჰყვა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში არასტაბილური ვითარევბა და კრიზისი . ამ ყველაფერმა საქართველოში ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.
1991 წლის დეკემბერში და 1992 წლის იანვარში თბილისში სამხედრო ძალის გამოყენებით დაემხო კონსტიტუციური ხელისუფლება. პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჯერ სომხეთს ხოლო შემდეგ ჩეჩნეთს შეაფარა თავი. ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ. სამხედრო საბჭო ხელისუფლების არალეგიტიმური ორგანო იყო. სამხედრო გადატრიალებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამხედრო გადატრიალებამ დასაბამი მისცა ქვეყანაში სამოქალაქო ომს.
ღონისძიებები ვითარების სტაბილიზაციისთვის
სამხედრო საბჭოს მმართველობის დროს კრიზისი ქვეყანაში სულ უფრო მწვავდებოდა. დევნილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რომლებიც აგრძელებდნენ ბრძოლას. ქვეყანა დაიყო ორ ნაწილად - ძველი ხელისუფლების მომხრეებად და სამხედრო საბჭოს მხარდამჭერებად. პოლიტიკური კრიზისი საქართველოში კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა აფხაზ და ოს სეპარატისტებისთვის. სულ უფრო აუტანელი მდგომარეობაში ვარდებოდა ქართული მოსახლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთი).ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზად ქართველმა ინტელიგენციამ მოსკოვიდან ედუარდ შევარდნაძის ჩამოყვანა დაისახა. სამხედრო საბჭომ ანგარიში გაუწია მოსახლების გარკველი ნაწილის , ძირითადად ინტელიგენციის მოთხოვნას . 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა. ედუარდ შევარდნაძის ჩამოსვლის შემდგომ სამხედრო საბჭომ ძალაუფლება სახელმწიფო საბჭოს გადასცა. სახელმწიფო საბჭოში შედიოდნენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ინტელიგენცია და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიუხედავად ამისა სამხედრო საბჭო მაინც არალეგიტმური ორგანო იყო რაც ართულებდა ქვეყნის მდგომარეობას. სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი ედუარდ შევარდნაძე გახდა. შექმნილ ვითარებაში აუცილებელი გახდა პარლამენტის არჩევნების ჩატარება. 1992 წლის ოქტომბერში გამართული არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევიდა ყველა ის ძალა რომელმაც ედუარდ შევარდნაძესთან თანამშრომლობა განიზრახა. ედუარდ შევარდნაძეს სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციები მიენიჭა.
კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც გაგრძელდა. დასავლეთ საქართველოს გარკვეულ ნაწილს კონტროლს უწევდა დევნილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. ამ მძიმე ვითარებაში რაქციული ძალები ამზადებდნენ აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფის აქტს. დაიწყო ადამიანთა გატაცებები და თავდასხმები საქართველოში მიმავალ სატვირთო მატარებლების შემადგენლობებზე , მათი გაძარცვის მიზნით. სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით 1992 წლის აგვისტოში სატრანსპორტო მაგისტრალის დაცვის მიზნით აფხაზეთში შევიდა ქართული პოლიცია და ჯარი. აფხაზეთში ჯარების შეყვანა ყოვლად გაუმართლებელი საქციელი იყო, ამ პერიოდისთვის საქართველო პრაქტიკულად როგორც სახელმწიფო ჩამოყალიბებული არ იყო , ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ორგანოები ან არ არსებობდა ან ჩამოყალიბების პროცესში იყო, სუსტი და არაორგანიზებული ჯარი სათანადოდ შეიარაღებული არ იყო. პროვოკაციების შედეგად ჯარი ჩათრეული აღმოჩნდა საბრძოლო მოქმედებებში . არაორგანიზებული და უდისიპლინო ჯარი ხშირად თვითნებურადაც მოქმედებდა, ამის მაგალითია სოხუმის დაკავება. ასე დაიეწყო ომი აფხაზეთთან. ქართული მხარე არ წყვეტდა მოქმედებას აფხაზეთში მშვიდობის დამყარებისთვის, ამის მაგალითია 1992 წლის სექტემბერში მოსკოვში და 1993 წლის ივლისში სოჭში ხელმოწერილი შეთანხმებები. რომლებიც დარღვეული იქნა აფხაზ სეპარატისტების მიერ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში განახლდა. ამ ომში აფხაზთა მხარეს იბრძოდა დაქირავებულები, და აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ძალები. გარეშე ძალის აქტიური დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს გაგრა შემდეგ დიდი ბრძოლების შედეგად სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და 1993 წლის სექტემბრის ბოლოს საზღავარი გაავლეს მდინარე ენგურზე. აფხაზებმა ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა. აფხაზეთიდან გამოვიდნენ 300 000 ქართველი და სხვა ეროვნების მოქალაქეები.
აფხაზეთში მარცხს ხელი შეუწყო ქვეყანაში არსებულმა მძიმე პოლიტიკურმა მდგომარეობამ. ვერ მოხერხდა მთელი ძალების მობილიზება ომისთვის. კერძოდ 1993 წლის შემოდგომაზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებაშიც კი შეუძლებელი გახდა საერთო მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრე სამხედრო ფორმირებების და სამთავრობო ჯარების გაერთიანება. უფრო მეტიც ქვეყანაში პრაქტიკულად დაიწყო სამოქალაქო ომი რომელიც ზვიად გამსახურდიას მარცხით დასრულდა .1993 წლის დეკემბერში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა ზვიად გამსახურდია.
1994 წელს ისევ გრძელდებოდა ანარქია და უწესრიგობა. სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა ღონისძიებანი ბრძოლისუნარიანი ქართული არმიის , პოლიციის და უშიშროების ორგანოების შესაქმნელად. ვერ ხდებოდა საკუთარი და უცხოეთის მოქალაქეების უფლებების და უსაფრთხოების დაცვა. დაიძაბა კრიმინოგენული ვითარებები , გახშირდა ტერორისტული აქტები. მათგან ახსანიშნავია თავდასხმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიაზე. ამ ტერორისტული აქტის დროს გიორგი ჭანტურია დაიღუპა, ხოლო მისი მეუღლე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირინა სარიშვილი, მძიმედ დაჭრა. ეს ფაქტობრივად ნიშნავდა პოლიტიკური ტერორის დაწყებას.
ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით , სამოქალაქო მშვიდობა შემარჩუნებული იქნა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც აჭარის მმართველის ასლან აბაშიძის დამსახურებაა. 1997 ნელს აჭარა მიღებული იქნა ევროპის რეგონთა ასამბლეაში.
ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევისთვის აუცილებელი იყო კონსტიტუციის მიღება. საქართველოს კონსტიტუციის მისაღებად შეიქმნა, საკონსტიტუციო კომისია ედუარდ შვარდნაძის თავმჯდომარეობით. კომისიამ შეიმუშავა პროექტი და განსახილველად პარლამენტს გადასცა. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუცია. უპირველეს ყოვლისა ეს იყო საერთაშორისო თანამეგობრების სრულუფლებიანი წევრი ქვეყნის კონსტიტუცია. კონსტიტუციის საფუძველზე დაინიშნა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. კონსტიტუცია ოფიციალურად ძალაში შევიდოდა ახალი პრეზიდენტის და პარლამენტის არჩევის შემდეგ. ქვეყნის დესტრუქციულ ძალებს არ აწყობდა ქვეყანაში სტაბილიზაცია. ამ მიზნით, 1995 წლის 19 აგვისტოს მოეწყო ტერორისტული აქტი, რომლითაც უნდა მოეკლად საქართველოს მმართველი ედუარდ შევარდნაძე, ედუარდ შევარდნაძე ამ აქტს გადაურჩა.
საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განისაზღვრა 1991 წლის 21 დეკემბრის (სსრკ-ის დაშლის) მდგომარეობით. საქართველოს პარლამენტში იქმნება ორი პალატა - ეროვნული საბჭო და სენატი. პარლამენტი ახორციელებს საკანონმდებლო ფუნქციებს. კონსტიტუციის ძალით საქართველოში დამყარდა საპრეზიდენტო მმართველობა, რომლის ძალითაც პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური. 1995 წლის შემოდგომაზე გაიმართა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა მოქალაქეთა კავშირმა.
1995 წლიდან დაიწყო უკანონო შეიარაღებული ძალების ალაგმვა რამაც ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა. 1995-1997 წლებში მიმდინარეობდა ეკონომიკური რეფორმები, რომლის შედეგადაც ქვეყნის ეკონომიკამ გარკვეულ წილად აღმავლობა დაიწყო, ეკონომიკის აღმავლობა გაგრძალდა 1998 წლამდე. ეკონომიკის დაქვეითება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა რუსეთის 1998 წლის აგვისტოს ფინანსურმა კრიზისმა. ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო არნახულმა კორუფციამაც. ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებულმა საომარმა მოქმედებებმა. ამ საომარ მოქმედებებს მოჰყვა ლტოლვილების ახალი ნაკადის გადმოსვლა სამეგრელოში.
1999 წლის ოქტომბერში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქალაქეთა კავშირმა მიიღო(თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე) , მოქალაქეთა კავშირის შემდეგ ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა ბლოკმა საქართველოს აღორძინებამ მიიღო (ბლოკის ლიდერი ასლან აბაშიძე). პარლამენტში აგრეთვე მოხდა პარტა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (თავმჯდომარე გოგი თოფაძე). პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს ზურაბ ჟვანია. 2000 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი გახდა ედუარდ შევარდნაძე. ქვეყანაში კვლავ უმძიმესი მდგომარეობა იყო.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საბჭოთა კავშირის დაშლა გააადვილა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკების , მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პირველ დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს 1992 წლის ივლისში საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში.პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკუირი კურსის შემუშავება და მისი რეალიზაცია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ცხადია რუსეთი ყველა საშვალებით შეეცდებოდა საქართველოს მის გავლენის სფეროში დაბრუნებას. მოსკოვს საქართველოზე ზეწოლის მრავალი საშუალება გააჩნდა. ედუარდ შევარდნაძე პროდასავლური პოლიტიკის გატარების მომხრე იყო მაგრამ 1992-1993 წლებში შექმნილი მძიმე ვითარების გამო რუსეთისთვის ანგარიშის გაწევა აუცილებელი გახდა. სწორედ ამიტომ 1993 წლის დეკემბერში საქართველო გაწევრიანდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. მიუხედავად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაერთიანებისა საქართველომ მაინც არ თქვა უარი პროდასავლურ ორიენტირზე. 1994 წელს საქართველომ ხელი მ ოაწერა ჩრდილო-ატლანტიკური კავშირის (ნატოს) პროგრამას პარტნიორობა მშვიდობისთვის. 1999 წელს საქართველოს ევროპის საბჭოს (ევროსაბჭო) სრულუფლებიანი წევრი გახდა. საქართველო გაწევრიანდა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში. 2000 წლის 1 იანვარს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული ჰქონად 110 ქვეყანასთან. ასევე საქართველო ასზე მეტი საერთაშორისო თუ სამთავრობო ორგანიზაციის მათ შორის აღსანიშნავია : გაერო, ეუთი, ევროსაბჭო, ტრანსეკა, ბისეკი, სუამი.
"ვინც სიმდიდრის ვნება დათრგუნა, ყველაზე მდიდარია", – წმ.იოანე ოქროპირი.
მთავარი » ქართული გვარების ისტორია
ქართული გვარები
აბაზაძე – გავრცელებულია ხაშურის რაიონში, თბილისში და სხვ. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი აბაზა. გვარი მოხსენიებულია ვახუშტი ბაგრატიონის მიერ მთავართა გვარსახელებს შორის. ადრინდელ საცხოვრებლად აბასთუმანს ვარაუდობენ (ადიგენის რაიონი). გიორგი ახვლედიანის მითითებით, აბასთუმანი აბაზაძეთა უბანს აღნიშნავდა.
აბაშიძე – ერთ-ერთი პოპულარული ისტორიული გვარსახელი. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს იმერეთის წარჩინებულ და შემძლებელ თავადთა შორის, რომელთაც ქართლშიც ჰქონდათ მამულები. საფუძვლად უდევს სახელი აბაშ, აბაში. ეთნონიმადაც არის ცნობილი: აბაში. შედარებითი ტოპონიმები: აბაშა (ქალაქი, რაიონული ცენტრი), აბაშეთი (ქვეყანა). ამავე ძირისაა: აბაშია, აბაშიშვილი (წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში, ბარათაშვილთა შტო).
აბუსერიძე – გავრცელებულია გურიისა და აჭარის რაიონებში. ეს არის წარჩინებული სამთავრო გვარი აჭარაში.ცნობილია მეთერთმეტე საუკუნიდან. იგივე ძირისაა აბუსელიძე.
აბშილავა – გვარი მომდინარეობს გამოთქმიდან აბშილა. ძველი ეთნონიმი “აფშილი” ნიშნავს აფხაზს.
ავაზნელი – გავრცელებულია გორის რაიონში და სხვ. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა; ჯავახეთში ყოფილა სოფელი ავაზანა, ზოგადი მნიშვნელობით – საქონლისათვის წყლის სასმელად წყაროსთან დადგმული ერთიანი ხისაგან გამოთლილი დიდი გობი.
ავალიშვილი – გავრცელებულია ხარაგაულში, გარდაბანსა და თბილისში. ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო საქართველოში დაწინაურდა XV- XVI სს.-ში ძველი თორის მხარეში (ახლანდ. ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). საავალიშვილო (1535- 45წწ.) იმერეთის სამეფოში, 1545 წლიდან კი სამცხე- საათაბაგოში შედიოდა. XVI ს-ის 70- 80 წლებში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII ს-ში ავალიშვილების ერთი ნაწილი შიდა ქართლში, კახეთსა და იმერეთში გადასახლდა, საკუთარ მიწა-წყალზე დარჩენილნი გამაჰმადიანდნენ და ბეგების წოდება მიიღეს. ქართლ-კახეთის ავალიშვილები იყვნენ ეპისკოპოსები, ეკავათ მოურავთა, ეშიკაღაბაშთა, მეითართა და სხვა თანამდებობები. ავალიშვილები ძველად ციციშვილთა გვარს ენათესავებოდნენ და წინაპარს სახელად ავალა ერქვა.
ამილახვარი – დიდი სათავადო საგვარეულოა ქართლში. გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი (“ამირ ახურ” – არაბული სიტყვა და საჯინიბოს უფროსს ნიშნავს). დიდმოხელეთაგანი ფეოდალურ საქართველოში, სამეფო საჯინიბოებისა და აბჯარ-საჭურვლის გამგე, სათანადო მოხელეების უფროსი.
ანთაძე – გავრცელებულია ვარძიაში (ორჯონიკიძის რაიონი). შეიცავს საკუთარ სახელს ანთა, ანთაი. ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც საკუთარ სახელად ქცეულა. “ანთებს” ძველად (VI- VII ს.) ეძახდნენ აღმოსავლეთ სლავიანებს, ასე რომ, “ანთაძის” დღევანდელი მიახლოებითი თარგმანი იქნებოდა რუსიძე ან რუსიშვილი, რუსაძე (აკ. შანიძე). ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამაზე მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები, როგორიცაა: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა. ამავე ძირისაა: ანთაიძე, ანთაური, ანთელავა.
ასლამაზიშვილი – გავრცელებულია გარდაბანში, მცხეთასა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ასლამაზა. ასლამაზიშვილების გვარის წინაპრები ლამაზიშვილები ყოფილან (XV ს). მოგვიანებით (XVIIIს.) ზედმეტმა სახელმა ასლამაზ აწარმოა გვარი ასლამაზიშვილი. იოანე ბატონიშვილი წერს: ”ამათნი წინაპარნი ესახლნენ კახეთსა შინა, ლაბიანად წოდებულსა ივრის ხეობაზედ, რომელთაცა უწოდენ ლამიანის ძეებად, დროსა გიორგი მეფისასა 1587წ., ხოლო ამათ შთამომავალთაგანი იყო ვინმე ყრმა ფრიად მშვენიერი, რომელსა სახელად უწოდენ ლამაზსა და მის გამო გაუგვარდათ შვილთა მათთა ლამაზისშვილობა და არიან ესენიცა მოხსენიებული ტრაქტატსა შინა”. როგორც ცხოვრებაში ხდება, მჯობზე მჯობი არ დაილია და ლამაზის შვილთა ერთ-ერთ ასულს ასლამაზა შეარქვეს. მეტსახელიდან ასლამაზა გაჩნდა გვარი ასლამაზიშვილი. მე-19 საუკუნეში ქ. თბილისში მუდმივად ცხოვრობდა 23 სხვადასხვა გვარის 70-ზე მეტი მამრობითი სქესის თავადი. ამას გარდა, იყო 68 სხვადასხვა გვარის აზნაური. მათ შორის იყვნენ ასლამაზიშვილები. ისტორიულ დოკუმენტებში გვარი ასლამაზიშვილი გვხვდება 1615წ., 1689წ., 1782წ. და შემდგომ წლებში. გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი სომხურ ეთნოსს მიაკუთვნეს, მაგრამ დაივიწყეს, რომ კუდი დაემალათ. საქმე ისაა, რომ ამ გვარს აქვს შტო-გვარებიც: ზურაბიშვილი, რამაზაშვილი, ფეიქრიშვილი. ასლამაზიშვილების მეორე გვარი ყოფილა ზურაბაშვილი.
ასპანიძე – ძველი ქართული ფეოდალური საგვარეულო სახელი. XII ს-ში ასპანიძენი ტაოს მფლობელნი იყვნენ და ფანასკერტელად იწოდებოდნენ. მათი ერთი შტო XV ს-ში გადმოსახლდა ქართლში და ფანასკერტელ-ციციშვილად იქცა.
აშკარელი – გვარადქცეული სადურობის სიტყვა. სოფლის სახელწოდება აშკარა დადასტურებულია ხალხურ ლექსში: “თავფარავნელი ჭაბუკი აშკარეთს ქალსა ყვარობდა”.
ახალბედაშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისაგან – ახალბედა; ამ გვარის წინაპარი, გადმოცემის თანახმად, მესხეთიდან გადმოსახლებულა. გვარად მაისურაძე, როგორც ახლად მოსულისათვის, მისთვის ახალბედაშვილი უწოდებიათ.
ახალკაცი – გავრცელებულია ქარელის, ბორჯომისა და სხვა რაიონებში. გადმოცემის მიხედვით, ყმა გამოქცევია ბატონს და სხვა სოფელში შეხიზნულა. იგი გვარს ვერ ამჟღავნებდა და ახალკაცს უწოდებდა თავს. სწორედ აქედან მოდის გვარის სახელწოდება. ამავე ძირისაა გვარი ახალკაციშვილი, ახალმოსულიშვილი და ახალშენიშვილი.
ახვლედიანი – გავრცელებულია ცაგერის რაიონში, წყალტუბოს რაიონში და სხვ. სვანური წარმოშობისაა. სავარაუდოა, საფუძვლად ედოს საკუთარი სახელი ახვილდ (ახავილდ), სადაც ილდ სვანური კნინობითობის მაწარმოებელი ფორმატია და ერთვის საკუთარ სახელს ახავ-ს. (შედარებითი გვარებია: ახავიტაშვილი, ახოშვილი, ახაბიძე).
ბარათაშვილი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ძველ საქართველოში, ქვემო ქართლის მფლობელნი. მომდინარეობს XVI ს.-დან საკუთარი სახელისაგან ბარათა. ისტორიულ წყაროებში ცნობილია ბარათა ქაჩიბაძე, რომლის შვილიშვილმა ქავთარმა სათავე დაუდო ბარათაშვილობას (1523წ.). მისგან წარმოქმნილი შტოებია: აბაშიშვილი, გერმანოზიშვილი, გოსტაშაბიშვილი, ყაფლანიშვილი, ორბელიანი. ბარათაშვილთა სამფლობელო ტერიტორიას საბარათიანო ეწოდებოდა. თვით გვარსახელი კი ზოგჯერ მოიხსენიებოდა როგორც ბარათიანი.
ბარდაველიძე – გავრცელებულია თერჯოლის რაიონსა (სოფ. ბარდუბანი) და თბილისში. საფიქრებელია, წარმომდგარი იყოს სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვისაგან- ბარდაველი. ბარდავი ქალაქი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, “რეზიდენცია რან-მოვაკნის მმართველისა”. თვით სოფლის სახელს ბარდუბანს შესაძლებელია კავშირი ჰქონდეს გვარსახელთან, იყოს შემოკლებული ფორმა “ბარდათ უბნისა”.
ბახტაძე – “ბაჰტ” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს ბედს. ბახტა (ბახთა) – მეტსახელი გვარში ბახტაძე. შედარებითი ფორმაა ბახტარ. ამავე ძირისაა: ბახტარიშვილი, ბახტრიშვილი, ბახტურიძე, ბახტუაშვილი. ბერუა ბახტაძე იხსენიება 1776 წლის 3 აგვისტოს, ხოლო ბახუტა ბახტაძე მიწის გაცვლილობის წიგნში 1816 წლის იანვარში. სოფელ ჩხიკვათში 1721 წ. დურმიშხან საგინაშვილის მამულში მოიხსენიება ხოსიტა ბახტაძე.
ბედიანიძე – გავრცელებულია ძირითადად გარდაბნის რაიონში. გვხვდება სხვაგანაც. სავარაუდოდ, გვარი წარმოქმნილია საკუთარი სახელისგან – ბედიანა, რაც ბედის მქონეს ნიშნავს. ამავე ძირისაა გვარები: ბედიანიშვილი, ბედიანიძე, ბედინაძე, ბედანაშვილი, ბედინეიშვილი.
ბერიძე – გავრცელებული გვარია მთელ საქართველოში. საფუძვლად უდევს საკუთარი სახელი ბერი (ზოგადი მნიშვნელობით: ვაჟი, ძე, ყმა). მისგან მიღებულია მრავალი საკუთარი სახელი, რომლებიც შესულია გვარ-სახელებში: ბერაძე, ბერეკაშვილი, ბერაია, ბერიანიძე და სხვ. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, ეს სიტყვა ძველად ზოგად ქართულში ყოფილა. ბერიძე საკუთარი სახელია ფშავში: ბერიძე ბასიტაშვილი, ბერიძე შიოშვილი, ბერიძე ავგაროზიშვლი. მესხეთში (ახალციხის რ-ნი) ბერიძეზე ასეთი თქმულება არსებობს: „სოფელ ერკოტის უმრავლესობა გვარად არიან ბერიძეები, რომლებიც ერთი ბერისაგან მოშენებულან. თათრების შემოსევის დროს ეს ბერი გამოქცეულა ზარზმიდან, თათრებს ეჭვი რომ არ მიეტანათ, ამიტომ სოფელ ერკოტში უთხოვია ცოლი, მიუყვია ხელი გლეხობისათვის და ჩუმად დარბაზებში მაინც სწირავდა ხოლმეო. გვარად კი დაწერილა ბერიძე. დღეს ამ გვარეულობას ეძახიან ზანდარიენთს, უფრო უწინ კი ეძახდნენ ზარზგიენთს“. სოფელ ფარცხისში მცხოვრებ დღევანდელ ბერიძეთა ვარაუდით, აქ გადმოსულან ასპინძის რაიონიდან. თავდაპირველად, 1873 წლის აღწერით იწერებოდნენ ბერიძესშვილებად, ხოლო 1886 წელს აღწერაში ბერიძეებად მოიხსენებიან. აქ მცხოვრები ბერიძეები ყოფილან ორ შტოდ დაყოფილი: საკუთრივ ბერიძიანები და ადოლაანებად (ადოლაშვილები). 1843 წლიდან სოფ. ბოგვში ცხოვრობდნენ როგორც ბერიძეები, ისე ბერიძეშვილები. ვახუშტი ბაგრატიონი ბერიძეთა გვარს ადრინდელ მთავრებში მოიხსენიებს (XII –XIVსს).
ბერუაშვილი – გავრცელებულია გორში, ქარელში, თბილისში. საკუთარი სახელი ბერუა – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია XVIII ს. ქვემო ქართლში. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, წალასყურსა და თელეთში მამასახლისია ბერუა. კოდელმა დავით ბერუაშვილმა 1826 წელს, ამავე სოფლის ალექსანდრე ნეველის წმ. გიორგის ეკლესიაში მონათლა შვილი პეტრე. ივანე ბესარიონის ძე ბერუაშვილი მოიხსენიება 1882 წ. სოფელ ფარცხისში.
ბეჟანიშვილი – გავრცელებულია გარდაბნის რიონში (მარტყოფი), სიღნაღის რაიონში (პრასიანი), მცხეთაში და სხვა. შეიცავს საკუთარ სახელს ბეჟან, რაც სპარსულად “მამაცს” ნიშნავს, მომდინარეობს ძველი ირანულიდან (ვეჟან- “ვეჯილი” ანუ “ირანელი”). თავკიდური ბგერა სპარსულშივე არის შეცვლილი: ვეჟან- ბეჟან. ბეჟანი ფირდოუსის პოემის “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთი გმირია. ქართულში ამ სახელის კნინობითი ფორმებია: ბეჟია, ბეჟუა, ბეჟიკო, ბეჟიტა, საიდანაც მიღებულია გვარები: ბეჟანიშვილი, ბეჟუაშვილი, ბეჟუკაშვილი, ბეჟიტაშვილი. ბეჟან სახელი, ამ ფორმით ქართულიდან არის შესული სომხურში. ისტორიულად ბეჟანიშვილები თავად ამილახვართა შთამომავლებიც არიან.
ბოგველიშვილი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ბოგველი; ბოგვი სოფელია თეთრიწყაროს რაიონში.
ბოტკოველი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია თელავის რაიონში. ბოტკო სოფელია საგარეჯოს რაიონში; მოხსენიებულია თამარ მეფის 1202წ. სიგელში შიომღვიმის მონასტრის მიდამოებში მდებარე სოფლად, სხალტბის ახლოს.
გაგნიძე – გავრცელებულია თბილისში, ხაშურსა და თელავში. სავარაუდოდ, მომდინარეობს მეტსახელიდან გაგანა. გაგნიძეები ასურეთში ჩამოსახლდნენ ქლუხორიდან 1957 წელს.
გამრეკელი – უძველესი ფეოდალური საგვარეული მესხეთში. “ძველთა მთავართა გვარი”. გამრეკელ-თორელები XII ს-ში ფლობდნენ თმოგვის ციხეს, მონღოლთა ბატონობის დროს გამრეკელ-თორელი ჯავახეთის მმართველი იყო. საკუთარ სახელადაც გვევლინება: გამრეკელი კახასძე, გამრეკელი ჯავახიშვილი. სამხედრო თანამდებობის ტერმინიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ამავე ძირისა: გამრეკელაშვილი, გამრეკელიძე -> გამრეკლიძე.
გელაშვილი – გავრცელებულია იმერეთში, ქართლში, კახეთში და სხვ. შედგება საკუთარი სახელისგან გელა. ამავე ძირისაა: გელავა, გელაძე, გელეიშვილი, გელეხავა, გელიკაშვილი, გელოვანი… წარმოქმნის თვალსაზრისით გელა ძირის პროდუქტიულობა აყენებს საკითხს მის ეთნონიმურ წარმომავლობაზე. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებული სკვითური ტომის სახელწოდება გელა, გელონი, გელონოი, გელონოსი, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ქართველებთან ურთიერთობაში მყოფი, მათი მეზობელი ტომთაგანი უნდა ყოფილიყო. გელაშვილების ბუდე-ადგილად სოფ. ნადაბური ითვლება; გადმოცემით გელაშვილების სალოცავი ტაძარი გელათი ყოფილა.
გზირიშვილი – გავრცელებულია: კასპი, საგარეჯო, თბილისი. სამოხელეო ტერმინი გზირი. სულხან-საბას განმარტებით გზირი სხვათა ენაა, ქართულად შულტა ჰქვია. გიორგი გზირიშვილი მოიხსენიება ნასყიდობის წიგნში 1746 წელს.
გიგაური – ხევსურული წარმოშობის ქართული სათემო გვარი. ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარი “გიგაური” სათავეს იღებს ბუდე ხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.
გურამიშვილი – ქართლის სათავადო საგვარეულო, ზედგინიძეთა ერთ-ერთი შტო. ვახუშტი ბაგრატიონი იხსენიებს წარჩინებულ მთავართა შორის, მიუთითებს წარმოშობას კახეთიდან. საგურამო გურამიშვილთა სამკვიდრო იყო; შეიცავს საკუთარ სახელს გურამი, ძველი სახით იგივე გუარამ : გურამ კურაპალატი, გუარამ მამფალი, გუარამ ერისთავი.
გურგენიძე – გავრცელებულია ამბროლაურისა და ჩოხატაურის რიონებში. ეს გვარი ცნობილია XII ს-იდან, გვხვდება იჩქით გურგენიძე, წუნდის ეკლესიის აღმშენებელი. მომდინერეობს საკუთარი სახელიდან “გურგრნი”. ისტორიაში ცნობილია გურგენ I კურაპალატი, გურგენ დიდი ერისთავთერისთავი. ამავე ძირისაა გურგენიშვილი.
დადიანი – ოდიშის მთავართა სამთავრო წოდება-გვარი ჩიქვანთა საგვარეულოდან, სამეგრელოს მთავართა ტიტული. ადგილობრივი გამოთქმით: დადია. ძველად მარუშიანნი (მარუშისძენი) ყოფილან. ხშირად არიან მოხსენიებულნი წყაროებში: დადიანი ცოტნე, გიორგი, ლევან, ვარდან, მამია და სხვ. შესაძლოა წარმომდგარი იყოს საკუთარი სახელისგან დადა, დადაი, დადი. ამავე ძირისაა: დადიანიძე, დადივაძე, დადვაძე. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით “დადიანობა არ არის გვარი, გარნა წესი ჴელობისა”.
დავითიშვილი – დავით (ძვ. ებრ) “სიყვარული” სხვადასხვაგვარი გააზრებით “წინამძღოლი”, “შეყვარებული” და გარდა ამისა, მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდანთა სახელია, რომელსაც აღნიშნავდა ეკლესია 5 მარტს, 12 აპრილს , 2 მაისს, 25-26 ივლისს 5,6,19 ივლისს. ეს გვარი განსაკუთრებით გავრცელებულია ქართლში.
დათუაშვილი – გავრცელებულია გურჯაანში, ქუთაისსა და თბილისში. ნაწარმოებია საკუთარი სახელიდან „დათუა“. დათუა, დოლმაზა შანშიაშვილის შვილი იხსენიება 1677 წ., მამულის ნასყიდობის წიგნში, გაცემული შაღუბათა ბეროაშვილის მიერ დოლმაზა შანშიას შვილისადმი. დათუა, დათა, დათია, დათიკო, დათუკა, დათუნა და სხვა, დავითის კნინობით-ალერსობით ფორმებად ითვლება. ვინმე დათუაშვილი ზურაბა იხსენიება 1710 წელს.
დარბაისელი – გავრცელებულია გორისა და საგარეჯოს რაიონში. გვარადქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვა. იგი ძველად დარბაზის წევრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, ხოლო შემდეგ დინჯი ადამიანის მნიშვნელობაც მიენიჭა.
დეკანოიძე – ნაწარმოებია ეკლესიის მსახურთა სახელწოდებიდან – დეკანოზი. დეკანოზი – ქართული ქრისტიანული ეკლესიის უფროსი მღვდელი. საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში ძველად – ხატის მსახური.
დვალი – გავრცელებულია ქუთაისში, ამბროლაურსა და თბილისში. იბერიულ- კავკასიური ტომი ძველ საქართველოში. ანტიკურ წყაროებში პირველად მოხსენიებულნი არიან ახალი წ. აღ. I-II სს-ში თალის, ვალის, უვალის სახელწოდებებით, სახლობენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში- დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის, ისტორიულ დვალეთში. ისტორიულად ცნობილია დვალები, ქართველი კალიგრაფები. დვალები ასურეთში გადმოვიდნენ 1941 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ კაჩაეთიდან.
დოლაბერიძე – გავრცელებულია მაღლაკში (წყალტუბოს რაიონი ) და სხვ. შეიცავს რთული შედგენილობის საკუთარ სახელს დოლაბერი.
ედიშერაშვილი – გავრცელებულია ხოვლეში (კასპის რ.), ქარელისა და გორის რაიონებში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – ედიშერა. “ედიშერაშვილნი არიან ედისიდგან მოსულნი ხეობასა შინა ძველადვე აზნაურნი”. დავით ედიშერაშვილი (1935წ.), ზესიძედ ჩასახლდა მუხათში არტემ მურადაშვილთან. გადმოვიდა გომარეთიდან (დმანისის რ-ნი). შედარებითი გვარებია: ედიშერიძე, ედიშეროვი (იგივე ედიშერაშვილი).
ელიზბარაშვილი – საკუთარი სახელი “ელიზბარ”. ელიზბარის ეტიმოლოგია არაა დადგენილი. ცნობილია, 1659 წელს ქართველთა აჯანყების ერთ-ერთი მეთაური ელიზბარ ერისთავი, რომელიც მამასთან და ბიძინა ჩოლოყაშვილთან ერთად სპარსელებმა სიკვდილით დასაჯეს და წმინდანად იქნა შერაცხული. ელიზბარაშვილები არიან რამდენიმე დიდებული საგვარეულოს შტო-გვარებიც, მათ შორის ბაგრატიონ-დავითაშვილებისა.
ელიოზაშვილი – გავრცელებულია ქართლში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “ელიოზი”. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს ეს გვარი წარჩინებულ მთავართა შორის.
ერისთავი – გავრცელებულია ახმეტის რაიონში( ქისტაური). გვარადქცეული თანამდებობის ძველი ტერმინი. მეფის მიერ დანიშნული გარკვეული კუთხის გამგებელი ფეოდალურ საქართველოში (ქსნის ერისთავი, არაგვის ერისთავი, რაჭის ერისთავი და სხვ.)
ზარანდია – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. ზარანდ -ირანული საკუთარი სახელი. ეს მეგრული გვარი ნაწარმოები ჩანს სკვითური ზარანდ სახელისაგან, რომელიც “მოხუცს” ნიშნავს.
ზარიძე – გავრცელებულია ფშავში. სავარაუდოდ, დაკავშირებულია მეტსახელთან “ზარი”. ზარი, სამგლოვიარო გუნდური სიმღერა – ტირილი. ზარიძეები სოფელია თიანეთის რაიონში. ამავე ძირისაა: ზარია, ზარიაშვილი.
ზედგინიძე – გავრცელებულია ასპინძის რაიონში. ვახუშტი ბაგრატიონი მოიხსენიებს წარჩინებულთა შორის. ამ გვარეულობამ მიიღო ამილახვრობა. შედგება საკუთარი სახელისგან ზედგინი, ზევდგინ. მესხეთიდან იმერეთშიც არიან გადმოსახლებულნი.
ზუბიაშვილი – გავრცელებულია გორში, კასპსა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისგან ზუბია. შედარებითი გვარებია : ზუბაშვილი, ზუბულაშვილი, ზუბალაშვილი. ლეჩხუმში არის ზუბის ციხე. იქვეა სოფელი ზუბი. ზუბიაშვილი არის აგრეთვე თუმანიშვილების შტო-გვარი.
თაბაგარი – გავრცელებულია ძირითადად თერჯოლის რაიონში. გვარადქცეული სადაურების სიტყვა უნდა იყოს. თაბაგრები სოფელია ჭიათურაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეს გვარი.
თავდგირიძე – გავრცელებულია გურიასა და აჭარაში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს მთავართა შორის, უწარჩინებულეს და შემძლებელთა შორის. გურიაში გადასულნი არიან სამცხიდან. ძველი ფორმაა თადგირიძე. შეიცავს საკუთარ სახელს თავდგირი.
თათარაშვილი – თათარაშვილების ადრინდელი გვარი გადმოცემით ქავთარაძე ყოფილა. ერთ-ერთი ქავთარაძე თათრებს მთიულეთიდან გაუტაციათ. დიდი ხნის შემდეგ თავი დაუხსნია და მცხეთაში დასახლებულა. მის შთამომავლობას ამის გამო თათარაშვილობა მიუღია.
თამაზაშვილი – ეს გვარი გავრცელებულია საგარეჯოს რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – თამაზი. ხაშმელი თამაზაშვილები, გადმოცემით, რაჭიდან არიან გადმოსულები. მათი ადრინდელი გვარი ლაშხი ყოფილა. შემდეგ მამის სახელი უქცევიათ გვარად.
თამარაშვილი – ეს გვარი ძირითადად გავრცელებულია თბილისსა და ახალციხეში. ცნობილი ისტორიკოსი მიხეილ თამარაშვილი თავის გვარს ამ წესით ამოკლებდა და ევროპულ ენებზე წერდა: Michel Tamarati. ამავე ძირისაა თამარაძე.
თაქთაქიშვილი – გავრცელებულია ქართლში და ძველი ფეოდალური საგვარეულო ყოფილა სამცხეში. სამცხიდან ჩამოსულან და დასახლებულან ქართლში. ამავე ძირისაა თაქთაქიძე.
თაყაიშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თაყა. ეს სიტყვა შემონახულია ანდაზაში: “ეგრე არ უნდა თაყაო, შენ რომ მამული გაყაო”. ამავე ძირისაა: თაყაძე (ჯავახეთში); თაყაიშვილი, თაყნიაშვილი(დმანისის რ-ნი).
თბილელი – გავრცელებულია თბილისში. გვრადქცეული სადაურობის სიტყვაა. გამოყენებული ფსევდონიმადაც: იოსებ თბილელი და სხვა. ამავე ძირისაა თბილელაშვილი.
თუხარელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. გავრცელებულია ცხინვალისა და კასპის რ-ში; თუხარისი ციხე-ქალაქი იყო შავშეთში.
იაშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის, საჩხერის რაიონებში და სხვა. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა რაჭასა და იმერეთში. იაშვილთა სათავადოს ჩამოყალიბება სავარაუდებელია XVს. მიწურულს. პირველად იგი მოიცავდა სოფლებს: სადმელს, ძირაგეულს, კლდისუბანსა და ბეთლევს (ამბრ.რ.). ადრინდელი ცნობა ამ საგვარეულოს შესახებ დაცულია 1432 წლის სიგელში. შემდგარია საკუთარი სახელისგან “ია”. ასურეთში იაშვილები გადმოვიდნენ ამბროლაურის რაიონის, სოფ. სხვავადან 1951 წელს. ამავე ძირისაა იაძე.
იგითხანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში. შედგება რთულფუძიანი საკუთარი სახელისგან იგითხანი. “იგიდ-ხან” თურქული სიტყვაა და ნიშნავს გმირს, მამაც ბატონს. თურქთა ბატონობის დროს შერქმეული გვარსახელია. ძველი გვარი ჩუტკერაშვილი ყოფილა.
ინასარიძე – წარჩინებული ისტორიული საგვარეულო რაჭაში. გავრცელებულია ასპინძის, ამბროლაურისა და ონის რაიონში.
იშხნელი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში. თერჯოლაში არის იშხნელების უბანი; გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა; იშხანი სოფლისა და მონასტრის სახელწოდებაა ძველ ტაო-კლარჯეთში. ამავე ძირისაა: იშხანაშვილი (მუხრანი), იშხნელიძე (აჭარა).
კანდელაკი – გავრცელებულია იმერეთში, რაჭაში და სხვაგან. ეს გვარი მომდინარეობს სასულიერო ტერმინიდან – “მესანთლე”, “მნათე”(ბერძ). ამავე ძირისაა გვარი კანდელაკიშვილი. საჯავახოს კანდელაკები ადრე ქორიძეები ყოფილან, სამტრედიისა კი – ნიკურაძეები.
კაცია – მეგრული წარმომავლობის გვარია. ფიქსირდება ზუგდიდში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. კაცია ქართულ საეკლესიო კალენდარში მიჩნეულია ადამ-ის შესატყვისად.
კერესელიძე – გავრცელებულია ონის, თერჯოლისა და ლანჩხუთის რაიონში. უნდა მომდინარეობდეს სახელიდან კერა, კერე. სოფელ ბოგვში ალგეთისპირა ერთ-ერთ ბაღს ახლაც ეძახიან “კერესელიძეების ბაღს”. იტყვიან “კერესელიძეების წისქვილსაც”, რომელიც აღარ ფუნქციონირებს, რადგან შეცვალა სოფ. ჯორჯიაშვილში აგებულმა ელექტროწისქვილმა. ეს წისქვილი საუკუნეზე მეტხანს ემსახურებოდა ბოგვსა და მის ახლომახლო სოფლებს. არის კერესელიძეების სახლიც, მაგრამ ამ სახლს თავისი პირვანდელი მფლობელის სახელი ვერ შერჩა, სახლის ხსოვნამ მისი უკანასკნელი მფლობელის საგინაშვილის სახელი შემოინახა.
კვირიკაშვილი – სიტყვა კვირიკედან მომდინარეობს, კვირიკე ბერძნულად “უფლისა”-ს ნიშნავს. კვირიკე ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად მისგან წამოსული გვარებია: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირკველია.
კიკნაძე – ეს გვარი წინაპრის საკუთარ სახელს – “კიკნას”- ს უკავშირდება. წარმოშობილია დასავლეთ საქართველოში. გვარის ბუდეა ზემო იმერეთი. სოციალური წარმომავლობით აზნაურული გვარია. პირველად მოხსენიებულია XVI საუკუნის ბოლოს. დომენტი კათალიკოსის დროს, 1598-1600 წლებში კიკნაძის გვარი გვხვდება შეწირულობის სიგელში. ამ პერიოდში უკვე შიდა ქართლშია გადმოსული. რაოდენობით კიკნაძის გვარი ამჟამად 5500-ს აჭარბებს. 700-ზე მეტი ცხოვრობს ხაშურში, 600-ზე მეტი – ხარაგაულში, 200-ზე მეტი – რუსთავში, 200 – ბორჯომში, 100-ზე მეტი – ყვარელში, თბილისში კი 2000-ზე მეტი კიკნაძეა.
კლდიაშვილი – გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან. კლდიაშვილი- გავრცელებულია თერჯოლის რაიონში (სოფ. სიმონეთი). შედარებითი საკუთარი სახელი -კლდია. არსებობს დოკუმენტი, იმერეთის მეფე გიორგი II -ის მიერ კლდიაშვილებისადმი ბოძებული წყალობის წიგნი, საიდანაც ირკვევა, რომ კლდიაშვილთა ძველი გვარი შალვაშვილია. მესხეთის მკვიდრნი ყოფილან, მაგარამ მეფე ბაგრატ III -ის დროს მე-16 საუკუნეში იმერეთში გადმოსახლებულან.
კოვზაძე – ეს გვარი ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული სახელი “კოვზა”-დან მომდინარეობს. ამ გვარის წინაპრები კოვზების გამოთლით ყოფილან ცნობილნი. ეს ტრადიცია aხლაც გრძელდება. ამავე ძირისაა: კოვზანაძე, კოვზიაშვილი, კოვზიშვილი, კოვზირიძე.
კოპაძე – გავრცელებულია მესხეთში, იმერეთსა და ქართლში. წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო მესხეთში. შეიცავს საკუთარ სახელს კოპა, შედარებითი ფორმაა კოპალე. ისტორიულ დოკუმენტებში დაცულია “კოპაძეთა მოსახსენიებელნი”. ამავე ძირისაა: კოპეიშვილი, კოპელაშვილი, კოპილაშვილი, კოპლატაძე.
კოპტონაშვილი – მომდინარეობს მეტსახელიდან “კოპტონა”. გადმოცემით, კოპტონაშვილების ძველი გვარი ხმალაძე ყოფილა. ერთ-ერთ ხმალაძეს ბატონთან უთანხმოება ჰქონია, მისთვის თივის ზვინები გადაუწვია, გაქცეულა და ჯავახეთში გადასახლებულა. აქ ბევრი სელი მოუყვანია, კოპტონი უხვად ჰქონდა, რისთვისაც კოპტონა დაურქმევიათ.
კოშკელაშვილი – სადაურობის სიტყვიდან მომდინარეობს. სოფელი კოშკი კახეთში მდებარეობდა. გადმოცემით, კოშკელაშვილების წინაპრები კახეთიდან თბილისის მახლობლად გადმოსახლებულან. ზოგი მათგანი კოშკელოვებად იწერება.
ლაბაძე – წარმოიშვა სახელიდან “ლაბა” ეს გვარი იმერული წარმოშობისაა და გავრცელებულია ძირითადად იმერეთის რეგიონში. ლაბაძეების ფუძე მომდინარეობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოსლევიდან. გადმოცემის მიხედვით, თავდაპირველად მხოლოდ ზემო ბოსლევში ცხოვრობდნენ ლაბაძეები, რომელთაგან ნაწილი გადასახლდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში, მეორე ნაწილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში. ბუნებრივია, ლაბაძეების ნაწილი დარჩა სოფელ ზემო ბოსლევშიც. აქედან კი მოხდა მათი შემდგომი გადასახლება ლაგოდეხში, ხაშურსა და ახალციხეში.
ლეკიშვილი – გავრცელებულია: გარდაბნის (მარტყოფი), ასპინძისა (ვარგავი) და კასპის რაიონში (წინარეხი). ამავე ძირისაა ლეკიაშვილი. გადმოცემით, წინარეხელი ლეკიშვილები წინათ მამისაშვილები ყოფილან, ერთი მათგანი ლეკებს გაუტაციათ, 3 წლის შემდეგ უკან დაბრუნებულა.
ლიქოკელი – გავრცელებულია ხევსურეთში: აკუშო, აჭე. მომდინარეობს გვარადქცეული სადაურობის სიტყვიდან. ლიქოკი სოფელია ხევსურეთში, ლიქოკელების ძირითადი საცხოვრისი.
ლოლაძე – გავრცელებულია საგარეჯოში, ჭიათურასა და თბილისში. შეიცავს ქალის საკუთარ სახელს – ლოლა. “ლოლაძეთა წინაპარნი არიან იმერეთიდან გადმოსულნი და ესენი ჩანდნენ ერეკლე მეფის დროს 1695 წელს და ტრაქტატსა შინა არიან მოხსენიებულ როგორც აზნაურნი და რომელნიც სახლობენ აწ იმერეთს და რომელიმე ქართლს”.
ლურსმანაშვილი – გავრცელებულია: ჩხერში, სხლითში, ვერტყვიჭალაში. გადმოცემით ძველად ფურცელაძეები ყოფილან. ჩხეთში მოსახლე ლურსმანაშვილთა შტოგვარებია: ქაქიჩაშვილი, ბაშტაშვილი, მიქელაშვილი, ბეკიაშვილი, კიჟინაშვილი.
მაისურაძე – მაისურაძეთა გვარი ერთ-ერთი მრავალრიცხოვანია საქართველოში. ამჟამად მაისურაძეები სახლობენ თბილისში, რუსთავში, ონის რაიონში, გორში, კახეთში, მესხეთში ყაზბეგსა და ბორჯომში. მეცნიერთა ნაწილის ვარაუდით, მაისურაძეთა ფუძე იყო სამხრეთ საქართველო. სიტყვა “მაისური” არაბულად წყლის მძებნელ ადამიანს ჰქვია. უხსოვარი დროიდან არაბეთში წყლის მძებნელის პროფესია არსებობდა.
მარტოლეკი – გავრცელებულია მცხეთაში. შერქმეული გვარსახელი, სოფ. პატარძეულში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ერთი ლეკი ჩამოსახლებულა და ცოლად ქართველი ქალი შეურთავს, სოფელს არ მოსწონებია ქრისტიანისა და მაჰმადიანის შეუღლება. ცოლ-ქმარი სოფელს გასცილებია და ცალკე დასახლებულა. მათი შვილებისათვის მარტოლეკი უწოდებიათ.
მაღალაძე – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ქართლში. მაღალაძეები დაწინაურდნენ მე-15 საუკუნიდან. მაღალაძეთა გვარს ეჭირა საპატიო ადგილი – სვეტიცხოვლის ქადაგის თანამდებობა და ერთგული სამსახურისათვის მიუღიათ ამ თანამდებობისათვის მიკუთვნილი მამულები წინარეხში, რომელიც მათი რეზიდენცია გამხდარა. წინარეხიდან სამიოდე კმ-ის დაშორებით შემონახულია ე.წ. მაღალაანთ ეკლესია და კოშკები.
მახარაშვილი – გავრცელებულია გორის, მცხეთის, სიღნაღისა და სხვა რაიონებში. ამ გვარის ძირია “მახარა”, “მახარე”, რაც დიდ სიხარულსა და აღტაცებას გამოხატავს. ამავე ძირისაა გვარები: მახარაძე, მახარობლიშვილი, მახარობლიძე.
მგალობლიშვილი – გავრცელებულია დირბში(გორის რ.), ერკეთში (ჩოხატაურის რ.) და ზუგდიდის რაიონში. სამეგრელოში გამოთქვამენ როგორც გალობერი, გელებერი. გადმოცემით, ერკეთელი მგალობლიშვილები ბალაძეები ყოფილან და გურიაში მესხეთიდან გადმოსახლებულან ლტოლვილობის დროს, თან წამოუღიათ ზარზმის ხატები და საეკლესიო ნივთები. ბალაძის ოჯახი მგალობელი ყოფილა, გურიის მთავარს გადაუყვანია შემოქმედს, სადაც მგალობლად უმოღვაწიათ.
მეგრელიშვილი – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში – სოფელ აბანოეთსა და ორბელში (ცაგერის რაიონი).
მელაშვილი – მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – მელა, მგელი. აქედანვეა მიღებული სოფლის სახელი მელაანი (გურჯაანის რ.), ამავე ძირისაა: მელაია, მელაიძე, მელაძე. გავრცელებულია კვაცხუთში (ამბროლაურის რაიონი) და სხვა.
მელიქიძე – გვხვდება ასპინძასა და ახლციხეში. საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის ტერმინი “მელიქი” (არაბ. მალიქ)- კუთხის, სოფლის, ქალაქის მმართველი, გამგებელი.
მერაბიშვილი – გავრცელებულია ადიგენის რაიონში (უდე), კასპის რიონში (კავთისხევი) და სხვ. დაკავშირებულია საკუთარ სახელთან მერაბი. მერაბ სპარსულად “მზესავით ელვარეს” ნიშნავს. მერაბი ერქვა “შაჰ-ნამეს” ერთ-ერთ პერსონაჟს, როსტომის პაპას, რომელიც ზაბულისტანში მეფობდა. მერაბიშვილები 1688 წელს ენაგეთში მოხსენიებულნი არიან როგორც სახასო აზნაურები. გადმოცემით, უდელი მერაბიშვილების წინაპართა გვარი ხურციძე ყოფილა.
მეფარიშვილი – გავრცელებულია ვანის და ჩოხატაურის რაიონში. შედგება ხელობის სახელისაგან მეფარე – ფარის მკეთებელი, მოხელე. ამავე ძირისაა: მეფარიძე.
მუჯირი – (1921 წ) გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა, მუჯირი “ხვარბლის მნე” (საბა), ამავე ძირისაა : მუჯირიშვილი.
მჭედლიძე – გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.
მხეიძე – ერთ-ერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და სამეგრელოში. ისტორიულ წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. პირველად არგვეთის მფლობელნი ყოფილან, შემდეგ თრიალეთსა და ალგეთის ხეობის ნაწილსაც დაჰპატრონებიან. ბაღვაში, ლიპარტიანი და მხეიძე საერთო წარმომავლობის უნდა იყოს. ძველ ძეგლებში მოიხსენიება მხეციძედ. ამავე ძირისაა: მხეცაძე, ხეცია, ფხეიძე.
ნათაძე – გავრცელებულია ქართლში, იმერეთში და სხვ. უნდა მომდინარეობდეს საკუთარი სახელიდან “ნათა”; ამავე ძირისაა ნათური, ნათიშვილი, ნათიძე.
ნაჭყებია – მომდინარეობს სოფლის სახელიდან “სანაჭყებიო”. “ნაჭყი” მეგრულად “დაწყევლილს” ნიშნავს. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპრები სვანეთიდან ყოფილან. ერთ-ერთ მათგანს ბატონი შემოკვდომია და გაქცეულა. იქ მისთვის ეს სახელი დაურქმევიათ.
ნოზაძე – გავრცელებულია ხაშურში, საჩხერესა და თბილისში. შედგება საკუთარი სახელისაგან ნოზა. ნოზაძეთა განშტოების გვარად ითვლება ალელიშვილი და ცაცუნაშვილი. ალელიშვილი გავრცელებულია ჯავახეთში. შედგება გვარადქცეული სადაურობის სიტყვისგან ალელი. ალი სოფელია ხაშურის რ-ში. გადმოცემით წინაპართა გვარი ნოზაძე ყოფილა. ალიდან ჯავახეთში გადასახლებულან. ახალციხელ ალელიშვილებს ადგილობრივი გამოთქმით არდელიანთს უწოდებენ, ამის გამო საფიქრებელია, მათი წარმომავლობა სოფელ არლიდან (არალი ადიგენის რაიონშია).
ოდიშვილი – ოდიშვილების ადრინდელი გვარი ცეცხლაძე გახლავთ. თავიდან ცეცხლაძეებს მეჯუდის ხეობის სოფელ არდისში უცხოვრიათ. აქ ყოფილა სამი ძმა: ბედო,ოდი და მელა, რომელთაც ნამდვილი გვარი ცეცხლაძე გადაუკეთებიათ სამ გვარად: ოდიშვილად, ბედოშვილად და მელაძედ.
ონოფრიშვილი – გავრცელებულია კასპის რაიონში (სოფ. კავთისხევი). დაკავშირებულია საკუთარ სახელთან ონოფრე. გადმოცემით ონოფრიშვილთა გვარი მოსიძე ყოფილა, ჯავახეთიდან გადმოსულან ქართლში.
პარეხელაშვილი – საკუთარი სახელადქცეული სადაურობის სიტყვიდან “პარეხელი”-დან მომდინარეობს. პარეხი სოფელი და ტაძარია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში. ისტორიულ წყაროებში ცნობილია სასულიერო მოღვაწე მიქაელ პარეხელი.
პეტრიაშვილი – პეტრე (ბრძ.”კლდე”, “ლოდი”) ეს გვარი მომდინარეობს სახელი პეტრედან. ეს სახელი უძველესი დროიდან ცნობილია საქართველოში, ამისთვის საკმარისია გავიხსენოთ I საუკუნის გამოჩენილი ფილოსოფოსი პეტრე იბერი. პეტრიაშვილი გავრცელებულია ძირითადად გოგაშენში, ახალქალაქის რაიონში. ამავე ძირისაა გვარი პეტრიაძე.
სააკაძე – ისტორიული ცნობით, ეს გვარი გავრცელებული ყოფილა ატენის ხეობაში. მე-16 საუკუნის ბოლოდან კი სააკაძეები ნოსტეში გადასახლებულან (კასპის რაიონში). გიორგი სააკაძის შემდეგ მათი შთამომავალნი თარხან-მოურავებად იწოდებოდნენ. დღეს კი თარხნიშვილებად არიან ცნობილნი.
სააკაშვილი – ისაკ. (ძვ.ებრ) ნიშნავს გაცინებას, მოცინარს ბიბლიური გადმოცემის მიხედვით პატრიარქ აბრამის ცოლს სარას, რომელსაც დიდხანს შვილი არ ჰყავდა უკვე მოხუცებულობის ჟამს უწინასწარმეტყველეს, რომ ვაჟი გაუჩნდებოდა. მან არ დაიჯერა ეს და გაეცინა. შემდეგ კი, როცა წინასწარ მეტყველება აუხდა, ვაჟს ისაკი დაარქვა ისაკის კნინობითი ფორმებია სააკა, სისაკა. აქედან წარმოიშვა სააკაშვილი.
საგინაშვილი – გავრცელებულია სიღნაღში, მცხეთაში და სხვაგან. მომდინარეობს საკუთარი სახელადქცეული ანტიკური ეთნონიმიდან “საგინა”. ამავე ძირისაა საგინაძე.
სადუნიშვილი – გავრცელებულია საჩხერის რაიონში. “სადუნი” ნიშნავს სხვა ენის მცოდნე ადამიანს.
საძაგლიშვილი – მისი ძველი გვარი ჯოხაძე ყოფილა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ყმას – ჯოხაძეს ბატონის ნების გარეშე ცოლი შეურთავს. ბატონი მასზე გაბრაზებულა და მისთვის საძაგლიშვილი შეურქმევია.
სებისკვერიძე – ძირითადად გავრცელებულია უბისაში და ბორითში. მომდინარეობს სიტყვისგან – სეფისკვერი (წმიდა კვერი ეკლესიაში საზიარებლად). გადმოცემით ამ გვარის წინაპრები უბისის ტაძრისთვის სეფისკვერს აცხობდნენ. ამავე ძირისაა სეფისკვერიძე.
სეთური – ეს გვარი გავრცელებულია დუშეთის რაიონში. მომდინარეობს საკუთარი სახელისგან – სეთი. სეთურნი სოფელია ამავე რაიონში. ამავე ძირისაა სეთაშვილი და სეთურიძე.
სუთიაშვილი – გავრცელებულია თბილისში, მცხეთასა და გორში. უკავშირდება საკუთარ სახელს სუთია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1721 წელს მოიხსენიება ვინმე ალავერდა სუთიაშვილი. ამავე ძირისაა სუთიძე.
სულაშვილი – შედგება საკუთარი სახელისგან სულა. მოიხსენიება XII ს. ძეგლში. 1817 წელს კოდაში თავად ლუარსაბ ორბელიანის ყმებს შორის მოიხსენიება გეო სულაშვილი. სულა ამჯამად გავრცელებულია მოფერებითი ფორმით – სულიკო. სულა-დან ნაწარმოებია გვარები: სულაძე, სულავა, სულაისძე, სულიაური, სულიაშვილი.
ტაბაღუა – გავრცელებულია ზუგდიდის რაიონში. სავარაუდოდ დაკავშირებულია სახელთან ტაბაღი. შედარებითი ფორმა ტაბახი – უძველესი ეთნონიმი ძველი აღმოსავლეთის მოსახლეობიდან. ამავე ძირისაა ტაბახია.
ტყეშელაშვილი – ძირითადად ონისა და ამბროლაურის რაიონებშია გავრცელებული. გადმოცემით ამ გვარის წინაპრები კოზოლიები ყოფილან, აფხაზეთიდან გადმოსულან იმერეთში და კოზოლაძეებად ქცეულან, შემდეგ ხატისკაცებად. ტყეშელაშვილების პირველი საცხოვრებელი იმერეთში ბზვანი და მაღლაკი ყოფილა. ამავე ძირისაა ტყეშელაძე, ტყეშელიაძე.
ულუმბელაშვილი – გადმოცემით, ულუმბელაშვილების გვარის წინაპარი ბაქრაძე იყო. სამი ძმა ბაქრაძე რაჭიდან რაღაც შემთხვევის გამო გამოიქცა. ძმებმა ულუმბოს მამათა მონასტერს შეაფარეს თავი. მდევარმა მათ 3-4 თვეში მიაგნო. იმისათვის, რომ არ დაეხოცათ, ულუმბოს ბერებმა ძმებს გვარი უბოძეს – ულუმბელაშვილი. ულუმბოს ბერის შვილებად წოდებული ძმები ურბნისში გადავიდნენ და 1715 წელს მოხსენიებულნი არიან რუისის საეკლესიო სამწყსოს დავთარში (ნიკოლოზ მროველი ორბელაშვილის მიერ შედგენილი), შემდეგ კი უფრო დასავლეთით, ჩუმათელეთი-სურამის ტერიტორიაზე დასახლდნენ, რადგან სწორედ ამ ადგილზე ცხოვრობს ამ გვარის ყველაზე მეტი წარმომადგენელი. ასევე დაუზუსტებელი ცნობებით, ძმებიდან ერთ-ერთი სასულიერო პირად შედგა და მოწამეობრივად აღესრულა.
უნდილაძე – გავრცელებულია დუშეთის რაიონში. შედგება მეტსახელი უნდილა-საგან, რაც მომდინარეობს ზოგადი მნიშვნელობის სიტყვისაგან უნდილი, უფხო, მოუხერხებელი ადამიანი. თეიმურაზ I -ის მიერ ერთ-ერთ თავის თხზულებაში მოხსენიებული ”შირაზის ხანი” არის გამაჰმადიანებული ქართველი იმამ-ყული-ხან უნდილაძე, ფარსის ბეგლარბეგი, ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა შაჰაბაზ I-ის დროინდელი სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ ასპარეზზე, აღჭურვილი უდიდესი გავლენითა და ავტორიტეტით. ალავერდიხან უნდილაძე იყო შაჰ-აბასის პირადი მცველი, ჯარის მეთაური (ყულარაღასი) და ირანის მნიშვნელოვანი პროვინციის ფარსის ბეგლარბეგი. უნდილაძე დაუდხანი-განჯის ბეგლარბეგი. ამავე ძირისაა უნდილაშვილი.
ქავთარაძე – ქავთარაძეების გვარი მომდინარეობს მამაკაცის სახელიდან – ქავთარა. ეს სახელი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. XVIII ს-ში ქავთარაძეები მოსახლეობდნენ სოფლებში: ძმიანთკარში, ჩადისციხეში და ბატატიანთკარში. დღესაც ქავთარაძეები მთიულეთში ერთ-ერთი დიდი გვარია.
ქართველიშვილი – ეს გვარი ეროვნების გამომხატველი სიტყვაა ქართველიდან მომდინარეობს. ქართველიშვილი გავრცელებულია საქართველოში, უდრის “ქართველის შვილს”.
ყაზბეგი – შედგება ორი სიტყვისგან – “ყაზი”-საგან (საკუთარი სახელი) და “ბეგი”-საგან (თურქული სიტყვაა და ნიშნავს ბატონს, ხელისუფალს). ყაზბეგები ხევის მმართველები იყვნენ. მათი წინა გვარი ჩოფიკაშვილი გახლავთ.
ყაუხჩიშვილი – გავრცებულია ახალციხეში, ქუთაისში,თბილისSi. ეს გვარი მომდინარეობს თურქული ტერმინიდან “ყაუხჩი”, რაც ქართულად მექუდეს ნიშნავს.ზოგიერთი გადმოცემით, მათი წინაპართა გვარი დარდგანიძე ყოფილა.
შავლაშვილი – ამ გვარის წარმომავლობა ხევსურეთიდან მოდის. შავლაშვილები გიგაურის “განაყარი” გვარია. ამავე ძირისაა შალვაძე.
შალიკაშვილი – ლანჩხუთის რაიონშია გავრცელებული. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “შალიკა”. შალიკაშვილი მსხვილი ფეოდალური საგვარეულოა ძველ საქართველოში. მისი წინარე გვარი როჭიკაშვილი ყოფილა.
შონია – გავრცელებულია ზუგდიდის, ხობის, წალენჯიხის რაიონში. გვარადქცეული ეთნონიმი შონი (მეგრ – სვანი).
ჩიბუხაშვილი – გავრცელებულია ზემო მაჩხაანში. შერქმეული გვარი უნდა იყოს, აღნიშნავდა ჩიბუხის მკეთებელს (მეჩიბუხეს), ანდა, როგორც გადმოცემა გვაუწყებს მიუთითებდა ყმა გლეხზე, რომელიც ბატონს ჩიბუხს უკიდებდა.
ჩიხრაძე – ჩიხრაძეების გვარის ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება. გადმოცემის მიხედვით, ჭიათურის რაიონში მდინარე ჩიხურას ხეობაში ორი ძმა ბატონს გაუნაწყენდა და სოფლიდან წასვლა გადაწყვიტა. გახიზვნის შემდეგ მათი სამყოფელი ახლანდელი გომის ტერიტორიაზე მოუნახავთ. მთისთვის, სადაც იმყოფებოდნენ, ჩიხორა დაურქმევიათ, ხოლო გვარად ჩიხრაძეზე დაწერილან. ჩიხრაძეები ძირითადად ხის ხელოსნობით ირჩენდნენ თავს.
ჩიქოვანი – წარჩინებული საგვარეულოა ძველ საქართველოში. “ოვან” ბოლოსართით წარმოქმნილი გვარსახელია. ამ გვარის ძირი არის საკუთარი სახელი “ჩიქა”. ამავე ძირისაა ჩიქავა, ჩიქვანია, ჩიქვილაძე, ჩიქვინიძე.
ჩუბინიძე – ქუთაისში, ჭიათურასა და თბილისშია გავრცელებული. ჩუბინი (ძვ.) – მარჯვე, აუცდენლად მსროლელი. გიორგი გიორგის ძე ჩუბინიძე მოიხსენიება სოფ. ბოგვში 1871 წელს. ჩუბინიძე და ჩუბინაშვილი ერთი და იგივე გვარადაა მიჩნეული.
ჩოლოყაშვილი – წარჩინებული საგვარეულოთაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო; გავრცელებულია თელავისა და ახმეტის რაიონებში.
ჩოხელი – გვარადქცეული სადაურობის სიტყვაა. ჩოხი სოფელია მთიულეთში. ქალის მითხოვებაზე ჩოხელთა გვარს უარს ვერ ეუბნებოდნენ. ამას რელიგიური წარმოდგენა ედო საფუძვლად.
ჩხვიმიანი – ზემო სვანური გვარი. მესტიაში გვხვდება საკუთარ სახელადაც – “ჩხვიმიან”.
ცალუღელაშვილი – გავრცელებულია თიანეთის რაიონში. გადმოსახლებულნი არიან ერწოდან. მათ ნაცხოვრებ უბანს ახლაც ცალუღელაანთკარი ჰქვია. წინაპართა გვარი რაზმაძე ყოფილა.
ცაძიკიძე – გავრცელებულია ახმეტის რაიონში (ომალო, ფარსმა, ზემო ალვანი). ცაძიკიძეების ძველი გვარი უზანიშვილი ყოფილა. მათი წინაპარი ბატონს გამოჰქცევია და თუშეთში დასახლებულა.
ციციშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. ეს გვარი წარჩინებული ფეოდალური საგვარეულოა ქართლში, ყოფილი ფანასკერტელი, საციციანოს მფლობელი მე-16 საუკუნიდან. ამავე ძირისაა ციციაშვილი, ციციგაშვილი, ციცილაშვილი.
ციხელაშვილი – გავრცელებულია დუშეთის, დმანისისა და ახმეტის რაიონებში. შედგება საკუთარი სახელისგან ციხელა. დმანისის რაიონში მოსახლე ციხელაშვილები, გადმოცემით, ჯავახეთიდან ყოფილან გადმოსულნი (სოფ. გოგაშნიდან), ძველად ხოსიტაშვილები ყოფილან.
ციხისთავი – ფშაველი გვარადქცეული თანამდებობის სიტყვაა. ციხისთავი ნიშნავდა მეციხოვნე ჯარის უფროსსა და ციხის გამგებელს. ციხისთავებს ადრე სოფელ დევათში უცხოვრიათ (ამჟამად ნასოფლარია ფშაველის მახლობლად).
ცხოვრებაძე – სავარაუდოდ, დაკავშირებულია სახელთან “ცხოვრება”. ამავე ძირისაა ცხოვრებაშვილი. გვხვდება მაქათუბანსა და ჩხერში.
ცხომარია – გვარადქცეული სადაურობის სიტყვა ცხომარი, ნიშნავს ცხომელს, ცხომი, იგივე ცხუმი – თანამედროვე სოხუმის ძველი სახელწოდება იყო. ცხომარი გვხვდება საკუთარ სახელადაც. ამავე ძირისაა ცხომელიძე.
წამალაიძე – გავრცელებულია მთიულეთში. მომდინარეობს საკუთარი სახელიდან “წამალა”. ამავე ძირისაა წამალაძე, წამალაშვილი.
წერეთელი – წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო ზემო იმერეთში. გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წერეთი სოფელია გორის რაიონში. “წერეთლების უძველესი სამკვიდრებელი აღმოსავლეთ საქართველოში უნდა ვეძიოთ. ამ გვარის წინაპრები, როგორც ირკვევა, თავდაპირველად ზემო ქართლში მოსახლეობდნენ. გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ატარებს წერეთის ქედის სახელწოდებას, ხოლო იმავე რაიონში მდინარე ტანას შემდინარეთა ხეობაში მდებარეობენ სოფლები დიდი წერეთი და პატარა წერეთი. ჟამთა მიმავლობაში წერეთლებს ბინადრობა უცვლიათ. ნაწილი გადასულა იმერეთში, ნაწილი კიდევ დასახლებულა მდინარე ფრონეს ხეობაში, ცხინვალის მახლობელ მიდამოებში. ეს სანახები რომ ძველი საცხოვრებელი ადგილი ყოფილა წერეთლებისა ამას კარგად მოწმობს, ერთი სიგელი როსტომ მეფისა (1634-1653) ბოძებული მის მიერ 1648 წელს ვინმე ზაალ წერეთლისათვის”. წერეთლების სათავადო სამფლობელოს საწერეთლო ეწოდებოდა.
წიკლაური – წიკლაური სათემო გვარია გავრცელებულია ხევსურეთში. მთიულეთში წიკლაურებს უცხოვრიათ: ათნოხში, ბახანში, ბურსაჭილში, დგნალში, დიხჩოში, დოლასქედში, დუმაცხოში, ზანდუკში, ლუთხუბში, მაქართაში, საჩალის ჭალაში, საჯანაანში, და თოთიაურთ-კარში, ფახვიჯაში, ჩიბაურში, ცხვედიანში, ჭოჭოხში, ხოზაში და ჯუღისში.
დღეს ეს გვარი გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
წიფურია – გავრცელებულია ჩხოროწყუს რაიონში. წიფური მეგრულად წითელს ნიშნავს. მე-17 საუკუნეში ამავე სახელით ცნობილი ყოფილა სოფელი, სადაც კათოლიკე მისიონერები სახლობდნენ.
ჭაბუკაშვილი – გავრცელებულია ქარელის რაიონში. გადმოცემით, სიდამონიძეები ყოფილან სოფელ ხანდოს მცხოვრებნი, იქ ბატონი მოუკლავთ და გამოქცეულან. ამავე ძირისაა: ჭაბუკიძე, ჭაბუკიანი.
ჭავჭავაძე – გავრცელებულია თელავის რაიონში (ყვარელი, წინანდალი). წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო კახეთში. ცნობილია მე-14 საუკუნიდან, გადმოცემის თანახმად ხევსურეთიდან წარმომავლობენ. საფუძვლად უდევს ფრინველის სახელი ჭავჭავი, იგივე ჭივჭავი.
ჭანტურია – გავრცელებულია წალენჯიხის რაიონში. გადმოცემით, გვარის წინაპარი თითქოს რომაელებისაგან წარმომავლობენ. კოლხიდაში მყოფ რომაელთა ჯარიდან ასისთავი (სანტურიონი) დაოჯახებულა და მისი შთამომავლობა სანტურია-დ წოდებულა. ამავე ძირისაა: ჭანტურაია, ჭანტურიშვილი, ჭანტურიძე.
ჭარელიძე – გავრცელებულია ამბროლაურის რაიონში. შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ჭარელი. ჭარელიძენი იხსენებიან სორის ტაძრის წარწერაში (მე-14ს.)როგორც რაჭის ერისთავები. სოფელ შქმერში ცხოვრობენ ჭარელები. ამავე ძირისაა ჭარელიშვილი (ახმეტის რ.), ჭარელაშვილი (ფშავი).
ჭიორელი – გავრცელებულია თელავის რაიონში (წინანდალი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა. ჭიორა სოფელია ონის რაიონში. წინარე გვარი რეხვიაშვილი ყოფილა.
ჭუმბურიძე – გავრცელებულია სიმონეთში, ბარდუბანსა (თერჯოლის რ-ნი.) და კიცხში. საკუთარი სახელია “ჭუმბურო”. შესაძლებელია მომდინარეობდეს მეგრული სიტყვისაგან ჭუმბური (წაბლი).
ხაბაზი – გავრცელებულია ქობულეთის რ-ში. მომდინარეობს ხელობა-საქმიანობის გამომხატველი სიტყვიდან. ხაბაზი პურის მცხობელი, მეპურეა. ამავე ძირისაა ხაბაზიშვილი.
ხარაძე – ნაწარმოებია ხარ-ისაგან “ა” ბოლოსართით. ამავე ძირისაა ხარაიშვილი, ხარაული, ხარაშვილი.
ხარატიშვილი / ხარატასშვილი – ხარატი (არბ.) ოსტატი. მოგვიანებით ხელობა საქმიანობის სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან ან ლითონისგან ჩარხავს (ახარატებს) სხვადასხვა ნაკეთობას. ეს გვარი სწორედ ხარატიდან, იგივე ოსტატიდან მომდინარეობს.
ხარისჭირაშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში (წარმოშობით ჯავახეთიდან, წინაპართა გვარი – ადუაშვილი). შედგება ხელობა-საქმიანობის მიხედვით შერქმეული მეტსახელისაგან ხარისჭირა. გადმოცემით, ამ სახელით ცნობილი პირი სახალხო მკურნალი ყოფილა.
ხარხელაური – გავრცელებულია თიანეთში, მცხეთასა და თბილისში. შედგება სავარაუდო მეტსახელისგან ხარხელა (შდრ. ხარაბა). ხარხელაური 1860 წელს სოფ. ლასტისციხეში გადმოსულა საცხოვრებლად “ტიფლისის ოლქის” სოფ. მოხისიდან (დღევ. ქარელის რ-ნი).
ხაშმელაშვილი – შედგება საკუთარ სახელადქცეული სადაურობის სიტყვისაგან ხაშმელა. ხაშმი სოფელია საგარეჯოს რაიონში.
ხეთაგური – ხეთაგურის გვარი სტეფანწმიდის მკვიდრი გვარია. XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში ისინი ხეთაგიძის გვარით არიან მოხსენიებულნი. მოხევე ხეთაგურებს საერთო არაფერი აქვს ოსურ გვარ ხეთაგუროვთან.
ხიზამბარელი – გავრცელებულია კასპის რაიონში (კავთისხევი, ნოსტე, თვალავი). გვარადქცეული სადაურობის სიტყვა, წარმომდგარი ხიზაბავრელისაგან. ხიზაბავრა სოფელია ჯავახეთში (ასპინძის რ).
ხიზანიშვილი – გავრცელებულია გორის რაიონში. წარმომდგარია საკუთარი სახელისაგან ხიზანი, ზოგადი მნიშვნელობით დროებით სხვას შეკედლებული პირი; მამულის მიწაზე მოსახლე თავისუფალი გლეხი, რომელიც გადასახადს ყმის თანაბრად იხდიდა.
ხიმშიაშვილი – ხიმშიაშვილის გვარი აჭარაში მეტად გავლენიანი იყო და მთელი მხaრის ბატონ-პატრონად ითვლებოდა. ეს გვარი მონათესავეა დუშეთის რ-ში მცხოვრებ ხიმშიაშვილებისა. მათ წინაპარს XVIII საუკუნეში კაცი შემოკვდომია არაგვის ხეობაში, მეფის რისხვას გაქცევია და აჭარაში შეხიზნულა.
ხოსრუაშვილი – გავრცელებულია ქარელში, გორში და თბილისში. ხოსრო სპარსულად ნიშნავს “სახელგანთქმულს”, “დიდებულს”. დაკაშირებულია საკუთარ სახელთან “ხოსრო” (ხვასრო). ამავე ძირისაა: ხოსრიაშვილი, ხოსროშვილი.
ხოჯივანიშვილი – გავრცელებულია ახალციხეში, თბილისში. გადმოცემით, ამ გვარეულობის წინაპარი სახელად იოვანე მასწავლებელი ყოფილა. მესხეთში თურქთა ბატონობის დროს ხოჯას ეძახდნენ, რაც გვარის წარმოშობას დაედო საფუძვლად.
ხუციშვილი – გავრცელებულია გორში, ასპინძის რაიონში და სხვა. ხუც – ძირი უძველესია, იგი დადასტურებულია საყოველთაოდ გავრცელებულ ხუცეს-ში და საკუთარ სახელებში: ხუცა, ხუცია, ხუცუნა, ხუციკა, ხუცო, ხუცინა, ხუცურა, ხუცაური. მღვდლის მნიშვნელობა ხუცეს – მა და ხუცმა შემდეგში მიიღო თავდაპირველად კი, უფროსს, მთავარს, მოთავეს ნიშნავდა. ხუციშვილთა გვართან დაკავშირებით ისტორიკოსი ზაქარია ჭიჭინაძე წიგნში “ქართველი გრიგორიანები” წერს: “ხუციშვილები, ქათველები არიან და ცხოვრობენ საქართველოს მრავალ კუთხეში. გვარის ძირია ქართული სიტყვა ხუცი. ძველად ამ გვარის რამდენიმე წევრმა ჯავახეთში კათოლიკობა მიიღო, ახალქალაქს რამდენიმე მცხოვრებმა გრიგორიანობა მიიღო”. ხუციშვილების ერთი ნაწილი აზნაურები იყვნენ.
ჯაბადარი – ერთ-ერთი წარჩინებული გვართაგანია ძველ საქართველოში. გვარადქცეული სამეფო თანამდებობის ტერმინია. თურქულ-სპარსული სიტყვა “ჯაბადარ” ჯავშან-საჭურვლის მცველს ნიშნავს.
ჯავახი – გვარადქცეული ეთნონიმი. როგორც ჩანს, XIII საუკუნის დამდეგს სამძივართა საგვარეულოში (უკეთ, ამ საგვარეულოს იმ შტოში, რომელიც დამკვიდრებულია თეძმის ხეობაში) შემოდის სახელი ჯავახი და შეიძლება უკვე XIV ს. პირველ ნახევარში ისინი იწოდებოდნენ ჯავახიშვილებად; სახელი “ჯავახი” XIV საუკუნეზე უფრო ძველია: ჯავახ აფაქის ძე მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში. ამავე ძირისაა ჯავახია.
ჯავახიშვილი – ერთ-ერთი წარჩინებული გვარეულთაგანი ძველ საქართველოში. ქართლელი ჯავახიშვილების წინაპარნი გამრეკელ-თორელნი ყოფილან, XII საუკუნეში გადმოსახლებულან ჯავახეთიდან ქართლში, სოფ. ხოვლეში. XVII-მდე ეს გვარი უტარებიათ, შემდეგ კი წინანდელი ადგილსამყოფელის მიხედვით ჯავახიშვილებად წოდებულან.
ჯანელიძე – გვხვდება ამბროლაურის, სამტრედიის რაიონებში. უკავშირდება საკუთარ სახელს “ჯანელი”. (ჯანა + ბოლოსართი – ელ). ამავე ძირისაა ჯანველიძე.
ჯაფარიძე – გავრცელებულია რაჭაში, სვანეთში, იმერეთში და ქართლში. ვახუშტი ბაგრატიონს მოხსენიებული აქვს რაჭის მთავართა შორის. მომდინარეობს არაბული საკუთარი სახელიდან “ჯაფარ”. სახელი “ჯაფარა” საქართველოში შემოიტანა ლიპარიტის (ბაღუაშის ძის) მტერმა, არაბმა ამირა(ემირმა) ჯაფარმა 1047წ. ქართულად “ჯაფარა”იგივეა, რაც ჩხიკვი. ჯაფარის ძე, იხსენიება ხუნამისის წარწერაში (Xს. დასასრული). თავდაპირველად, იწერებოდნენ მჯა+ფარ=მჯაფარიძე.
ჯაყელი – საპატიო და საგამგეო წოდება-გვარია, მიღებულია სადაურობის სიტყვისაგან. ჯაყი ისტორიული სოფელია სამცხეში, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. სამცხის ათაბაგთა დინასტიური გვარია. ამავე ძირისაა ჯაყელიძე.
ჯაჯანიძე – გავრცელებულია ჭიათურაში, ასევე ოზურგეთის რაიონში. შედგება საკუთარი სახელისგან “ჯაჯანი”. ფრინველთა სახელისაგან წარმოქმნილი გვარია, უკავშირებენ სიტყვა “ჯაჯა”-ს, რაც ქორს ნიშნავს სამეგრელოსა და გურიაში.
ჯვარელია – შესაძლებელია მომდინარეობდეს სადაურობის სიტყვისაგან. ჯვარი დაბაა წალენჯიხის რაიონში.
ჯინიუზაშვილი – გავრცელებულია ახალციხესა და თბილისში. ხელოვნურად არის მიღებული ჭილიმუზაშვილ-ისაგან, რომელიც სომხური ორიენტაციის სასულიერო მოღვაწის, არქიმანდრიტ პავლე შაჰყულიანის, იმავე შაჰყულაშვილის, წინაპართა გვარი ყოფილა. ამ გვარმა დღემდე მოაღწია.
ჯუღაშვილი – იგივე ჯუგაშვილი; გავრცელებულია ქ.გორში, წინაპრებს ლილოში უცხოვრიათ; შედგება საკუთარი სახელისგან ჯუღა. ჯუგაშვილები ცხოვრობენ სოფელ მატაანში, მათი თავდაპირველი სამშობლო სოფელი ჯუგაანი უნდა ყოფილიყო (სიღნაღის რ.), ეს გვარი ჯუღაშვილად იქცა ძველ ქართულ დოკუმენტებში რუსულიდან გადმოქართულების შედეგად (რუსული გ ქართულში ღ-დ გადმოიღეს).
ქართული გვარების ისტორია